ნიკიფორე გრიგორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკიფორე გრიგორა (დ. დაახლ. 1295 – გ. 1359/1360) — ბიზანტიელი ისტორიკოსი, თეოლოგი, ფილოსოფოსი და მეცნიერი. შეადგინა კალენდრის რეფორმის პროექტი. იყო პლატონის თაყვანისმცემელი და წერის მანერითაც მას ბაძავდა. მისი ისტორიული თხზულება „რომის ისტორია“ მოიცავს პერიოდს 1204 წლიდან 1359 წლის ჩათვლით. ნიკიფორე გრიგორა აღწერილი ამბების მომსწრე და მონაწილეა. თხზულების პირველ ნაწილში (1204-1320 წწ.) ძირითადად აკროპოლიტეს და პაქიმერეს ეყრდნობა, თუმცა დამატებით წყაროებსაც იყენებს; დაწვრილებით გადმოსცემს 1320-1359 წლის ამბებს. ამ მონაკვეთში ნიკიფორე გრიგორა უფრო მემუარისტად გვევლინება, ვიდრე ქრონისტად. დიდ ყურადღებას უთმობს საეკლესიო ბრძოლას. მოვლენებს სუბიექტურად აფასებს. მტრულად ეკიდება ზილოტების გამოსვლას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]