ჯილეხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯილეხის ბაცილა

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული, ანუ ანტრაქსი , ხუზარა, ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა (Bacjllus antracis). ჯილეხი ზოონოზების ტიპიური წარმომადგენელია [1]. ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში.დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.


ჯილეხის გამომწვევი[რედაქტირება]

ჯილეხის გამომწვევი - Bacilus anthracis აღმოჩენილ იქნა 1849 წელს გერმანელი ა. ჰოლენდერის მიერ. ჯილეხის გამომწვევი ხასიათდება არაჩვეულებრივი მდგრადობით და შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება წლობით და ათეულ წლობითაც კი.ისინი დუღილს უძლებენ 45-60 წუთის განმავლობაში, ავტოკლავირებისას(110c)იღუპებიან 5 წუთის განმავლობაში . ხორცის დამარილება, გაშრობა და სხვა ასეთი პროცედურები ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს.

გადამტანები[რედაქტირება]

ჯილეხით უფრო ხშირად მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვრები, თხები, ცხენები, აქლემები და ღორები ავადდებიან. მთავარი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭებათ მსხვილ რქოსან საქონელს და ცხვრებს. დაავადებული ცხოველები შარდისა და ფეკალიების საშუალებით. ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებს და 2-3 დღეში ან რამდენიმე საათშიც კი იწვევს ცხოველის სიკვდილს.

კლინიკა[რედაქტირება]

ჯილეხით უმეტესად ავადდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, სასაკლაოების მუშები და სხვ.ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი ჩვეულებრივ ხანმოკლეა, 2-3 დღე. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ანთრაქსის ფილტვის ფორმა, რომელიც გულსისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაზიანების გამო, ხშირად სიკვდილით მთავრდება.რაც შეეხება ანთრაქსის კანის ფორმას ის ნაკლები ლეტალობით ხასიათდება ფილტვის ფორმისგან შედარებით.

მკურნალობა[რედაქტირება]

ჯილეხის მკურნალობა კომპლექსური ტიპისაა და მოიცავს სამ მთვარ ტიპს ესენია: სეროთერაპია, ქიმიოთერაპია და ანტიბიოტიკოთერაპია, ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში ფართო გამოყენება ჰპოვა. კერძოდ, იყენებენ ბეტალაქტამებს, ამინოგლოკოზიდებს, ტეტრაციკლინებს და სხვა პრეპარატებს.

პროფილაქტიკა[რედაქტირება]

ვაქცინა ანთრაქსის წინააღნდეგ პასტერმა შეიმუშავა ჯერ კიდევ 1881 წ. მაღალი რისკის ადამიანებში შესაძლებელია ჩატარდეს იმუნიზაცია უუჯრედო ვაქცინით, რომელშიც იმუნოგენის სახით შედის გასუფთავებული დამცავი ანტიგენი.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. О.К. Поздеев, В.И. Покровскийб Медицинская Микробиологияб 2005.