სკანდინავიის ნახევარკუნძული
ვიკიპედიიდან
სკანდინავიის ნახევარკუნძული არის გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ ევროპაში და მოიცავს ნორვეგიას და შვედეთს, აგრეთვე ფინეთის ჩრდილო ნაწილს. სახელი სკანდინავია სკანიადან მოდის, რეგიონი, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთშია. სკანდინავიის ნახევარკუნძული ევროპაში ყველაზე დიდი ნახევარკუნძულია. იგი ფენოსკანდიის თავისებური ნაწილია, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთ-ფინეთიდან იწყება და სამხრეთ-დასავლეთით დანია-გერმანიისკენ მიემართება.
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
სკანდინავიის ნახევარკუნძული ევროპაში ყველაზე ფართოა და სიგრძით, დაახლოებით, 1850 კილომეტრია, ხოლო სიგანით 370-805 კილომეტრი. სკანდინავიის მთაგრეხილი ძირითადად სამი ქვეყანას შორის ავლებს საზღვარს და სამხრეთ ნორვეგიის ცენტრალურ ნაწილამდე გრძელდება. ნახევარკუნძულს რამდენიმე ზღვა ეკვრის:
- ბალტიის ზღვა აღმოსავლეთით ბოტნიის ყურის და შვედეთსა და ფინეთს შორის არსებული ალანდის ავტონომიური კუნძულების და გოტლანდის ჩათვლით;
- ჩრდილოეთის ზღვა სამხრეთ-დასავლეთით;
- ნორვეგიის ზღვა დასავლეთით;
- ბარენცის ზღვა ჩრდილო-აღმოსავლეთით;
მისი უმაღლესი მწვერვალი გლიტერტინდენი იყო ნორვეგიაში, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან, დაახლოებით, 2470 მეტრი იყო, თუმცა, მყინვარის დნობის შემდეგ, უმაღლეს მწვერვალად გალდიოპიგენი სახელდება 2469 მეტრით ზღვის დონიდან (აგრეთვე ნორვეგიაში). ამ მთებშია კონტინენტური ევროპის ყველაზე დიდი მყინვარი იოსტედალსბრეენი. ნახევარკუნძულის ერთი მეოთხედი არქტიკული წრის ჩრდილოეთით არის განლაგებული. აქ უკიდურესი ჩრდილოეთის წერტილი კონცხი ნორდკინი მდებარეობს.
ჰავა — ნახევარკუნძულზე კლიმატი მერყეობს ჩრდილაღმოსავლეთში ტუნდრულიდან და სუბარქტიკულიდან, ნოტიო კონტინენტურით ცენტრალურ ნაწილში და დასავლეთსა და სამხრეთში ცივი ზღვაურით.
წიაღისეული — რეგიონი მდიდარია ხე-ტყით, რკინითა და სპილენძით. ნავთობისა და ბუნებრივი აირის უზარმაზარი საბადოები იქნა აღმოჩენილი ნორვეგიის სანაპიროებთან და ატლანტის ოკეანეში. სამხრეთ შცედეთში კარგად არის განვითარებული მეფერმეობა.
[რედაქტირება] გეოლოგია
[რედაქტირება] ხალხი
ადამიანის არსებობის პირველი დადასტურებული კვალი ნახევარკუნძულის სამხრეთსა და დანიაში 12 000 წლის წინ გამოჩნდა. როგორც კი ყინულის საფარმა დნობა, ხოლო ტუნდრამ ჩამოყალიბება იწყო, პირველი მონადირეებიც გამოჩნდნენ. ჰავის დათბობამ ხე-ტყის განვითარება გამოიწვია, სიმწვანემ კი ცხოველები მიიზიდა. მონადირე-მეთევზე-შემგროვებელთა პირველი კვალი მეზოლითის ხანას (8200 ძვ.წ.აღ.) უკავშირდება და გრძელდება ნეოლითში სასოფლო-სამეურნეო კულტურის ჩასახვამდე (3200 ჩვ.წ.აღ.).
ნახევარკუნძულის ჩრდილო და ცენტრალური ნაწილი საამების, ანუ ლაპლანდიელების მიერ დასახლდა. ისინი მეტწილად სუბარქტიკულ და არქტიკულ ზონებში ცხოვრობდნენ. ისინი საამთა ენაზე საუბრობენ, რომელიც არ არის ინდოევროპული, არამედ ფინო-უგორულია და ფინურსა და ესტონურს ენათესავება.
ნახევარკუნძულის სხვა მკვიდრთა შორის უკვე მეცხრე საუკუნის ჩანაწერებიდან ნორვეგიელები ჩნდებიან ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე, დანიელები კი თანამედროვე შვედეთის სამხრეთ ნაწილში, აღმოსავლეთ ნორვეგიის მოსაზღვრე ტერიტორიებზე კი შვედები იწყებენ გამოჩენას. ისინი მსგავს, მონათესავე ინდოევროპულ ენაზე საუბრობდნენ, რომელსაც ძველისლანდიური ენა ეწოდება. მართალია მას მერე პოლიტიკური საზღვრები არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ, ეს ხალხი 21-ე საუკუნის სკანდინავიის მოსახლეობაში უმრავლესობას წარმოადგენს.
[რედაქტირება] პოლიტიკური განვითარება
იმის მიუხედავად, რომ სკანდინავიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობა უკვე ათას წელს მოითვლის, პოლიტიკური საერთაშორისო საზღვრები მე-17 საუკუნემდე არ იყო განსაზღვრული. იმხანად შვედეთმა კატეგატზე გაავლო საზღვარი და ბალტიის ზღვაზე განავრცო კონტროლი. შვედეთ-ნორვეგიის საზღვრები საბოლოოდ 1751 წელს განისაზღვრა. ფინეთ-ნორვეგიის საზღვრები ხანგრძლივი მოლაპარაკებების მერე 1809 წელსღა დადგინდა. ნორვეგია-რუსეთს შორის კი 1826 წელს გაევლო საბოლოო საზღვარი. 1920 წლამდე ყველა საზღვარი ბოლომდე არ იყო გავლებული, ამდენად, ფინეთს ბარენცის ზღვაზე ჰქონდა გასასვლელი, თუმცა, 1944 წელს ამ ტერიტორიების დათმობა მოუწია რუსეთისთვის.
დანია და შვედეთი საუკუნეთა მანძილე დომინანტის როლს ასრულებდნენ სკანდინავიაში, ბოლო საუკუნეებში მათ რიცხვს რუსეთიც მიემატა. რაც შეეხება ნორვეგიას, ფინეთსა და ისლანდიას, ამ ქვეყნებმა საბოლოო დამოუკიდებლობა მე-20 საუკუნეში მიიღეს.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
|
სკანდინავიის ნახევარკუნძული ზამთარში (თებერვალი 19, 2003) |