სუზდალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. ევთიმიუსის მონასტერი.

სუზდალი (რუს.: Су́здаль) ქალაქია ვლადიმირის ოლქში, მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით; 26 კმ-ში ქალაქ ვლადიმირიდან, მდ. კამენკაზე. მოსახლეობა: 11.357 (2002 ცენზი). ქალაქის ისტორია არა უგვიანეს 1024 წლიდან იწყება. საუკუნეების განმავლობაში ის რამდენიმე რუსული სამეფოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. სუზდალი ისტორიული ოქროს რგოლის შემადგენელ ქალაქთაგანია. ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინების შემდეგ ქალაქის მნიშვნელობა იზრდება, როგორც რელიგიური ცენტრისა უამრავი მონასტრითა და ერთ სულ მოსახლეზე ეკლესიების რაოდენობის სიუხვით: ერთ პერიოდში ქალაქში მცხოვრებ ოთხას ოჯახზე ორმოცი ეკლესია მოდიოდა. ამჟამად ქალაქი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია ძველი რუსული არქიტექტურის უამრავი უნატიფესი ნიმუშით. ქალაქის ქუჩაში გასულ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ყოველი მესამე შენობა ეკლესია ან ტაძარია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მცხოვრებთა რიცხვმა 10.000-ს უკვე გადაჭარბა, სუზდალი მაინც სტოვებს სოფლის შთაბეჭდილებას გარშემო უამრავი მინდვრითა და რუებით— ქალაქის ქუჩებში ქათმებითა და რქოსანი შინაური ცხოველებით, ხოლო თავად ქუჩების უმრავლესობა ჯერაც მოუპირკეთებელია. თუმცა, ყოველივე ეს სუზდალს განუმეორებელ შარმს ანიჭებს და ზაფხულობით აქ ხშირად იხილავთ ფუნჯმომარჯვებულ მხატვრებსა თუ მოხეტიალე მუსიკოსებს.

ქალთა სამონასტრო კომპლექსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: