პერუჯა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პერუჯა
იტალ. Perugia
პერუჯა
პერუჯა
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი ადმინისტრაციული ცენტრი
რეგიონი უმბრია
პროვინცია პერუჯა (პროვინცია)
კოორდინატები 43°07′ ჩ. გ. 12°23′ ა. გ. / 43.117° ჩ. გ. 12.383° ა. გ. / 43.117; 12.383
ადრეული სახელები პერუზია
ფართობი 449 კმ²
ცენტრის სიმაღლე 493
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 157 842 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 373.5 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
იტალიელები, ალბანელები, რუმინელები და ჩრდილოეთ აფრიკელები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
კათოლიკები
ეთნოქორონიმი perugini
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +39 75
საფოსტო ინდექსი 06100
ოფიციალური საიტი http://www.comune.perugia.it/

Italy provincial location map.svg

Red pog.svg

პერუჯა (იტალ. Perugia, ლათ. Perusia) — იტალიის რეგიონის უმბრიას ისტორიული დედაქალაქი, პერუჯას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი განლაგებულია ბორცვებზე, საიდანაც იშლება უსასრულო პანორამული ხედი ტიბრის ხეობაზე და ტრაზიმენოს ტბაზე.


ისტორია[რედაქტირება]

ქალაქი დაარსებულია, როგორც ჩანს უმბრების მიერ. ქალაქი პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც ეტრურიას მოკავშირე 12 ქალაქიდან ერთერთი. ძვ. წ. 310 წლიდან რომის კოლონია პერუზია. ძვ. წ. 41 - ძვ. წ. 40 წლებში პერუზიას ომის დროს ოქტავიანესა და მარკუს ანტონიუსს შორის ქალაქი გადაწვეს. 592 წელს პერუჯა ხდება ლანგობარდების საჰერცოგოს ცენტრი.

შუა საუკუნეების პერუჯაში მუდმივად ხდებოდა ძმისმკვლელი ხოცვა-ჟლეტა, გომოწვეული ოდის და ბალონეს ოჯახებს შორის ბრძოლით ქალაქში უმაღლესი ხელისუფლებისთვის. ზოგადად იტალიურ პოლიტიკაში ქალაქი ფორმალურად დამოუკიდებელი იყო, ჩვეულებრივ რჩებოდა პაპების მხარეს. XIII საუკუნეში პაპები არაერთხელ პოულობდნენ ხსნას მათი ერთგული ქალაქის კედლებში; აქ გაიმართა ხუთჯერ კონკლავი.

რენესანსის ეპოქაში ქალაქმა სახელი გაითქვა უმბრიის სკოლის მხატვრებით, როგორებიც იყვნენ პიეტრო პერუჯინო და რაფაელ სანტი. XV საუკუნის დასაწყისში ბრძოლა პერუჯასათვის მიმდინარეობდა მილანის ვისკონტებსა და ნეაპოლის სამეფოს მმართველებს შორის. 1416 წლიდან 1424 წლის ჩათვლით ქალაქს ფლობდა კონდოტიერი ბრაჩო და მონტონე.

1540 წელს პერლუიჯი ფარნეზემ გამარჯვება მოიპოვა ბალონეს ოჯახის უკანასკნელ წარმომადგენელზე, რის შემდეგ ქალაქი შევიდა პაპის ოლქის შემადგენლობაში. 1797 წლის თებერვალში ფრანგებმა ქალაქი პერუჯა მცირე დროით გახადეს ტიბერინსას რესპუბლიკის დედაქალაქად. XIX საუკუნეში ქალაქი არაერთხელ დაზარალდა მიწისძვრისშედეგად.

კლიმატი[რედაქტირება]

მიუხედავად იმის, რომ პერუჯა მდებარეობს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქში ტენიანი სუბტროპიკული კლიმატია.

წლიური ამინდი — პერუჯა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 8.6 (47) 10.7 (51) 13.7 (57) 16.9 (62) 22.0 (72) 25.9 (79) 29.8 (86) 29.2 (85) 25.6 (78) 19.9 (68) 13.4 (56) 9.0 (48) 18.3 (65)
საშუალო დაბალი °C (°F) 0.2 (32) 1.5 (35) 2.8 (37) 5.2 (41) 9.3 (49) 12.4 (54) 14.9 (59) 15.1 (59) 12.9 (55) 8.8 (48) 4.2 (40) 1.6 (35) 7.3 (45)
ნალექი მმ (დუიმი) 58 (2.3) 69 (2.7) 61 (2.4) 71 (2.8) 74 (2.9) 71 (2.8) 46 (1.8) 61 (2.4) 69 (2.7) 76 (3) 94 (3.7) 71 (2.8) 820 (32.3)
წყარო: weatherbase.com[1] {{{accessdate}}}

დემოგრაფია[რედაქტირება]

2007 წლის მონაცემებით ქალაქ პერუჯაში ცხოვრობდა 163 287 კაცი, რომელთაგან 47,7 პროცენტს შეადგენს კაცები და 52,3 პროცენტს ქალები. არასრულწლოვანები (18 წლის ბავშვები და უმცროსები) მოსახლეობის 16,41 პროცენტს შეადგენენ, ხოლო პენსიონერები მოსახლეობის 21,51 პროცენტს. საშუალო ასკი პერუჯაში 44 წელია. 2002 - 2007 წლის განმავლობაში პერუჯაში მოსახლეობის რაოდენობა 7,86 პროცენტით გაიზარდა. მოსახლეობის 90,84% იტალიელია, 3.93% ემიგრანტები ევროპიდან ძირითადად ალბანელები და ბულგარელები, 2,01% ამერიკელი და 1,3% ჩრდილოეთი აფრიკიდან. მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

ეტრუსკების დროიდან პერუჯაში შემორჩენილია კედლის ფრაგმენტები სამი კარიბჭით. ქალაქის ცენტრში მდებარეობს 4 ნოემბრის მოედანი ცნობილი მაჯორეს შადრევანით (1345—1430), რომელიც გაფორმებულია მითოლოგიური თემებით.

ქალაქი მდიდარია უძველესი ტაძრებით:

  • სან-ანჯელოს ეკლესია ( V—VI ს.).
  • სან-დომენიკოს ეკლესია (1305, რეკონსტრუირებულია 1632) ცნობილია პაპის ბენედიქტე XI საფლავით.
  • სან-პიეტროს ეკლესია (X საუკუნე).
  • სან-სევეროს კაპელა — ცნობილი, პერუჯინოს და რაფაელის ფრესკებით.
  • სან-ბევინიატეს ეკლესია (დაახ. 1250) — ტამპლიერების ტაძარი.
  • კოლეჯიო დე კამბიო (1452-57) ცნობილია პიეტრო პერუჯინოს და მისი მოსწავლეების მონუმენტური ფრესკებით.


ცნობილი ადამიანები[რედაქტირება]


დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება]

  1. Perugia historic weather averages in Italy. Intellicast. წაკითხვის თარიღი: 4 June 2009.