ლომბარდია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლომბარდია
Lombardia
გერბი
Regione-Lombardia-Stemma.svg
დროშა
Flag of Lombardy.svg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი რეგიონი
ადმინ. ცენტრი მილანი
მოსახლეობა (2011) 9 939 193 კაცი
სიმჭიდროვე 416,8 კაცი/კმ²
ფართობი 23 844 კმ²
ლომბარდია რუკაზე
ოფიციალური ვებ-გვერდი
Commons-logo.svg Lombardy

ლომბარდია (იტალ. Lombardia) — რეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში, მოიცავს ლაგო-მაჯორეს, ლუგანოს, გარდას და კომოს ტბების რაიონს. სახელი ეწოდა ძველგერმანული ტომების — ლანგობარდების მიხედვით. დედაქალაქია მილანი. ლომბარდიაში ცხოვრობს იტალიის მოსახლეობის ერთი მეექვსედი და აქ იწარმოება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მეხუთედი. შედეგად, ლომბარდია იტალიის ყველაზე ხალხმრავალი და მდიდარი რეგიონია და ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი მთელს ევროპაში. მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოიცავს ისტორიულ, კულტურულ და ხელოვნების ქალაქებს, რომელთა შორისაცაა მილანი (იტალიის მეორე ყველაზე პოპულარული ტურისტული დესტინაცია), ბრეშა, მანტუა, პავია, კომო, კრემონა, ბერგამო, სონდრიო, ლეკო, ლოდი, ვარეზე, მონცა და ისეთი ტბები, როგორებოცაა გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და იზეო.

ოფიციალური ენა, ისევე როგორც დანარჩენ იტალიაში იტალიურია. ტრადიციული, ადგილობრივი ენები ლომბარდიულის მრავალგვარი დიალექტებია, ისევე როგორც ემილიურის დიალექტები, რომლებზეც მანტუის, პავიისა და კრემონის პროვინციების ზოგიერთ ნაწილებში ლაპარაკობენ. იტალიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ლომბარდიის მოსახლეობის 27% ორენოვანია და საუბრობს როგორც იტალიურ, ისე ლომბარდილუ ენაზე. 9,1% მონოლინგვისტურია და მხოლოდ ლომბარდიულად საუბრობს, მონოლინგვისტების 57,6% კი მხოლოდ იტალიურად.

ლომბარდია ქვეყნის ძირითადი სამრეწველო ზონაა. აქ მდებარეობს მეტალურგიული საწარმოები (Falck), საავტომობილო ფაბრიკები (Autobianchi, Maserati, Alfa, Innocenti), ავეჯის და ფეხსაცმლის ფაბრიკები, გამომცემლობები (Rizzoli, Mondadori).

ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]

ლომბარდიის რეგიონი ადმინისტრაციულად 12 პროვინციად იყოფა:

ლომბარდიის პროვინციები
პროვინცია
ფართობი (კმ²)
მოსახლეობა
სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე)
ბერგამოს პროვინცია 2,723 1,070,060 392.9
ბრეშის პროვინცია 4,784 უდიდესი 1,223,900 255.8
კომოს პროვინცია 1,288 582,736 452.4
კრემონის პროვინცია 1,772 358,628 202.4
ლეკოს პროვინცია 816 334,059 409.4
ლოდის პროვინცია 782 222,223 284.2
მანტუის პროვინცია 2,339 407,983 174.4
მილანის პროვინცია 1,575 3,121,832 უდიდესი 1,982
მონცა და ბრიანცის პროვინცია 405 უმცირესი 840,711 2,075
პავიის პროვინცია 2,965 535,948 180.7
სონდრიოს პროვინცია 3,212 181,841 უმცირესი 56.6
ვარეზეს პროვინცია 1,199 868,777 724.6

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]