ნერსეს IV შნორალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნერსეს შნორალი (სომხ. Ներսես Շնորհալի; დ. 1102, ციხესიმაგრე წოვქი კილიკიაში — გ. 1172/1173, ციხესიმაგრე რომკლა, იქვე) – სომეხი პოეტი და სასულიერო მოღვაწე, კათალიკოსი (1166). ავტორია პოემებისა, ლექსად თქმული გამოცანებისა, საგალობლებისა, პროზაული კრებულისა („ეპისტოლენი“, გამოქვეყნდა 1788). ნერსეს შნორელის ეპიკური თხზულებები საერო ხასიათისაა — არსებითად გალექსილია ხორენაცის ისტორია. ედესის აოხრებასთან (1144) დაკავშირებით დაწერა ლირიკული პოემა „გოდება ედესაზე“ (1145-1146).

ლიტერატურა[რედაქტირება]