განხილვა:სომხური სამოციქულო ეკლესია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირველად ბიზანტიამ მიიღო სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა... ! Dawid 11:39, 18 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

სომხეთმა პირველმა მსოფლიოში სახელმწიფო რელიგიათ მიიღო ქრისტიანობა“ - წყარო მაინტერესებს. Dawid 13:07, 18 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

სომხები ამტკიცებენ და დანარჩენ მსოფლიოსაც სჯერა :) - Grousset, René (1947). Histoire de l'Arménie, 1984 edition, Payot, p. 122.. Estimated dates vary from 284 to 314. Garsoïan (op.cit. p.82), following the research of Ananian, favours the latter. (ინგლ. ვიკიპედიის სომხეთის სტატიიდან). - ალ-ო     @ 13:28, 18 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
სომხები ბევრ რამეს ამტკიცებენ... ეგ ფრაზა სულ ამოსაღებია. პირველი ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, ბიზანტია იყო! Dawid 13:58, 18 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
თუ წყაროსაც მოიყვან და დანარჩენ მსოფლიოსაც დაარწმუნებ, ნამდვილად დიდ საქმეს იზამ  :) - ალ-ო     @ 14:31, 18 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
პს: მაგაზე გამახსენდა, აქ ხუმრობენ: სომხებმა ქრისტეს მოსვლამდე მიიღეს ქრისტიანობაო :)
ვეცდები წყარო მოვნახო... მაგრამ დანარჩენი მსოფლიოს დარწმუნებას ვერა... Dawid 14:38, 18 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]


ჯერ-ჯერობით რაც ვიცი იმას დავწერ და მერე წყაროებით დავადასტურებ. კონსტანტინემ, ბიზანტიის იმპერატორმა 313 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, თუმცა მანამდე არსებული წარმართული რელიგიების დევნა არ დაუწყია. ანუ, ბიზანტიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანი არ იყო, მაგრამ ოფიციალურად ქრისტიანულ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ. მაგრამ ეს თარიღი მაინც არ მომწონს, რადგან სტატიაში წერია, რომ სომხეთში 301 წელს გამოცხადდა ქრისტიანობა.

ახლა - წმინდა ნინო. წმინდა ნინომ ქართლში მოსვლამდე სოხეთი გამოიარა. მას გამოყვნენ რიფსიმე და გაიანე. სომხეთში, მეფე თრდატი მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი შერთვა გადაწყვიტა. მაგრამ კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა. (წმინდა ნინოს ცხოვრება, ლეონტი მროველი). და თრდატმა აწამა რიფსიმე და გაიანე... წმინდა ნინო კი ქართლში შემოვიდა 325 წელს.

ახლა დაუკვირდით, სომხეთიდან ქართლში შემოსვლას რამდენი ხანი დასჭირდებოდა? მაქსიმუმ წელიწად ნახევარი (ესეც ბევრია). ანუ რიფსიმესა და გაიანეს წამება მოხდა დაახლოებით 320-დან 324 წლამდე. ჩვენს სტატიაში კი წერია, რომ 301 წელს სომხეთში ქრისტიანობა სახ. რელიგიაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანას მეფე წარმართი ჰყავს, რომელიც ქრისტიანებს ხოცავს და ამ დროს ქრისტიანობა სახ. რელიგიაა?...

აქედან გამომდინარე, ბიზანტიამ 313 წელს მიიღო ქრისტიანობა, ხოლო სომხეთში ეს 320 წლამდე არ მომხდარა.

მე იმას არ ვამტკიცებ, რომ საქართველომ უფრო ადრე აღიარა ქრისტიანობა... მაგრამ ბიზანტია კი ნამდვილად პირველი ქრისტიანული ქვეყანა იყო.

Dawid 15:09, 18 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]


მაინტერესებს თქვენი აზრიც და მე კი მგონია, რომ ეს სტატია ხელახლა დასაწერია. ავტორს როგორც თვითონ უნდა ისე დაუწერია. როდის აქეთაა სომხური ეკლესია მართლმადიდებლური? მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის განსხვავება აღარ არის? Dawid 11:27, 19 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სომხეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ეს მოხდა 301-315 წწ თრდატ III–ის დროს(ნუ რა საკვირველია მათი ოფიციალური თარიღია 301 წელი), თუ იმ ლეგენდებს არ გავითვალისწინებთ, რომლითაც ქრისტიანები ჯერ კიდევ 274 წლიდან სახლობენ სომხეთში (ქსე ტომი 9., გვ. 472, სტ. სომხური სამოციქულო ეკლესია). აქ ალსანდროს ნათქვამი გამართლდება: ქრისტემდეო :). რაც შეეხება ბიზანტიას, ჯერ ის, რომ გაყოფა რომის იმპერიისა და ბიზანტიის წარმოშობა მოხდა 395 წელს, მეორე ის რომ რომის იმპერიაში ქრისტიანობა დაშვებულ რელიგიად გამოცხადდა 313 წელს მილანის ედიქტით, მესამეც – 325 წელს ჩატარდა პირველი მსოფლიო კრება ნიკეაში, და ბოლოს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად რომმა, მხოლოდ 383 წელს მიიღო იმპ. თადეოს I-ის დიდის მეცადინეობით (გნებავთ წვალებით). ასე რომ, ამ საკითხში ჩვენც კი ვუსწრებთ რომაელებს!! :)
P.S.არ ვიცოდი სომხური ეკლესია თავის თავს მართლმადიდებლურს თუ უწოდებდა?! თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სომხები მონოფიზიტობას VI ს–ში მიემხრნენ , და დიდი სქიზმა 1054 წელს მოხდა. პატივისცემით --Rastrelli F 11:50, 19 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
ოკ. გასაგებია. :) მაგრამ მართლაც ძალიან გასაკვირია... (გასაკვირია ის, რომ თრდატმა ქრისტიანები აწამა ვწუხვარ). მაგრამ მართლმადიდებლები არ არიან. მართლმადიდებლური დიოფიზიტობა და სომხური მონოფიზიტობა საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან. ესეც გადასამოწმებელია მართლა უწოდებენ თუ არა თავს მართლმადიდებლებს და რატომ... Dawid 12:19, 19 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
პირველივე, ამასთან დაკავშირებით რაც გავაკეთე, უცხოური სტატიები გადავამოწმე და ყველგან ასეა, სავარაუდოა რომ ასეც არის ოფიციალური სახელი. თუ მხედველობაში მივიღებთ ზოგადი ფარდობითობის თეორიას, მაშინ აბსოლიტურად მართლმადიდებლურია (ყოველგვარი ირონიის გარეშე!), მაგალითად, ვიცი რომ ბაპტისტებიც თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ. სტატია ფაქტიურად არც დაწყებულა, ასე რომ თავიდან დასაწერი არც არაფერია. შევსება–კორეკტირება კი ვიკის დოგმაა :)--Rastrelli F 12:31, 19 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

მიაფიზიტობა თუ მონოფიზიტობა?[წყაროს რედაქტირება]

სსე არის მიაფიზიტური და არა მონოფიზიტური--სამანდ () 09:44, 22 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რით დაამოწმებ?--Rastrelli F 10:47, 22 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ელემენტალურად ამით: http://en.wikipedia.org/wiki/Armenian_Apostolic_Church#Miaphysitism_versus_monophysitism --სამანდ () 14:23, 22 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
http://www.oikoumene.org/en/resources/documents/wcc-programmes/justice-diakonia-and-responsibility-for-creation/ecumenical-solidarity/country-profile-armenia.html ამითაც--სამანდ () 14:24, 22 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პირველი ვიკიპედიაა და შესაბამისად - არაავტორიტეტული წყარო. მეორეში კი მიაფიზიტობა ნახსენებიც კი არ არის.--Ouzo განხილვაწვლილი 14:57, 22 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პირველად მესმის ეს ტერმინი. — მიხეილ (მომწერე) 14:57, 22 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მართლმადიდებელი (ასევე კათოლიკური) ეკლესიის პოზიციიდან მიაფიზიტობა იგივე მონოფიზიტიზმის ერთ-ერთი განშტოებაა. თუმცა თანამედროვე თეოლოგიაში არის მცდელობა მიაფიზიტობა ცალკე მოძღვრებად გამოყონ.--Ouzo განხილვაწვლილი 15:28, 22 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ერთი დასვკნა აშკარაა, რომ სტატიაში ორივე პოზიცია სახსენებელია.--Rastrelli F 15:41, 22 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
კი, და ვისი პოზიციაა ეს ესეც მისათითებელია.--Ouzo განხილვაწვლილი 15:43, 22 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სომხური მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია?[წყაროს რედაქტირება]

ინფოდაფაში წარწერა სომხური მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია სწორია? --ჯაბა ლაბა 17:59, 12 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ განხილვა წაიკითხე მაგასთან დაკავშირებით. სწორია. Deu. 16:22, 27 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]