ავტოკეფალია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ავტოკეფალია}} |
ავტოკეფალია (ბერძნ. ავტოს – თვითონ და კეფალე – თავი), მართლმადიდებლობაში: ერთი ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან; პირველი ავტოკეფალიური ეკლესიები წარმოიქმნა რომის იმპერიაში და მის მეზობელ ქვეყნებში. IV ს. შეიქმნა ოთხი ავტოკეფალიური ეკლესია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოგვიანებით ანტიოქიისას გამოეყო კვიპროსისა და ქართული ეკლესიები[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ამჟამად არსებობს 15 ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია: ალბანეთის, ალექსანდრიის, ამერიკის, ანტიოქიის, ბულგარეთის, საქართველოს, იერუსალიმის, კვიპროსის, კონსტანტინოპოლის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, ჩეხეთის და ელადის (ბერძნული) ეკლესიები. ქართული ავტოკეფალია ეკლესიური დიფტიქით მეცხრეა[საჭიროებს წყაროს მითითებას].