ივანე პასკევიჩი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ივანე პასკევიჩი}} |
ივანე თედორეს ძე პასკევიჩი (რუს. Иван Фёдорович Паскевич) (დ. 8 აგვისტო/ 19 მაისი, 1782, პოლტავა — გ. 20 იანვარი/1 თებერვალი, 1856, ვარშავა), წარმოშობით უკრაინელი, რუსეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1829), გენერალ-ადიუტანტი (1825). გამარჯვებებისთვის ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა 1828 წელს და ვარშავის პრინცის - 1831 წელს.
1825 წელს მეთაურობდა კორპუსს. იყო დეკაბრისტების საქმის უმაღლესი სასამართლოს წევრი. 1826 წელს ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გახდა, 1827 წლიდან კი - კავკასიის მეფინაცვალი. რუსეთ-ირანის 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების დროს კავკასიის ჯარების მთავარსარდალი იყო. ხელმძრვანელობდა პოლონეთის 1830-1831 წლების აჯანყების ჩახშობას, რის შემდეგაც პოლონეთის სამეფოს მეფისნაცვლად დაინიშნა. ატარებდა ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკაციის კურსს. უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის ჩახშობის დროს სარდლობდა რუსეთის არმიას. ყირიმის ომში (1853-1856) დასავლეთ საზღვრებზე მოქმედი ჯარებისა და დუნაის არმიის (1853-1854) მთავარსარდალი იყო.
|
|||||
სტატიის