ტათევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტათევის მონასტერი
ტათევი — სომხეთი
ტათევი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 39°22′45″ ჩ. გ. 46°15′00″ ა. გ. / 39.37917° ჩ. გ. 46.25000° ა. გ. / 39.37917; 46.25000
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი სიუნიქის პროვინცია
ადგილმდებარეობა ტათევი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 906
დეტალები

ტათევის მონასტერი (სომხ. Տաթև) — სომხური ეკლესიის მონასტერი, მდებარეობს სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სიუნიქის პროვინციაში, სოფელ ტათევთან ახლოს, ერევნიდან 280 კმ-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 906 წელს. სიუნიქის სამეფოს რელიგიური ცენტრი XI საუკუნიდან. მონასტრის მოსახლეობა X საუკუნეში რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა. XIII საუკუნეში მონასტერი იღებდა გადასახადს 680 სოფლიდან და ყოველნაირად ცდილობდა თავისი გავლენის გაზრდას, რამაც რამდენიმეჯერ გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი. მონასტერი ასევე იყო სომხეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი XIV—XV საუკუნეებში. მონასტერთან მოქმედებდა ბიბლიოთეკა, სკრიპტორიუმი, უნივერსიტეტი.

1921 წლის 27 აპრილს მონასტერში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა დაშნაკური სომხეთის მთიანი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ძლიერად დაზიანდა 1931 წლის მიწისძვრის დროს. 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია[1]

2010 წლიდან დაიწყო მონასტრის აღდგენის პროექტი, რომლის პირვველი შედეგიც იყო, მსოფლიოში ყველაზე გრძელი (5,7 კმ.) საბაგირო გზის აშენება. დღესდღეობით მონასტერი არ მოქმედებს; ხორციელდება აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. მონასტერში შესვლა შეზღუდული არ არის.

მონასტრის შენობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომლექსის ნაწილია გრიგორის კამაროვანი დარბაზი (836-848 წწ), პეტროსისა და პოღოსის ჯვაროვან-გუმბათოვანი დარბაზული ნაგებობა, რომლის ოთხივე კუთხეში ეგვტერია და რომელიც მოხატულია X საუკუნეში, ჭიშკარზე დაშენებული ასტვაწაწინის დარბაზული ეკლესია (XI ს.) და სხვა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]