ზენონის ჰენოტიკონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
"ჰენოტიკონი" ანუ "შეერთების წერილი" გამოსცა იმპერატორმა ზენონმა იმ იმედით, რომ შეართებდა დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს, მაგრამ საბოლოოდ ვერც ერთი მხარე ვერ დაკმაყოფილდა. მხოლოდ ზოგიერთმა მოაწერა ხელი, ისიც იმპერატორის მოთხოვნით, დანარჩენებმა კი იმპერატორს დასდეს ბრალი საეკლესიო მრწამსის თავხედურ კარნახში.
ჰენოტიკონში მოცემული სამი პუნქტი ასე გამოიყურება:
- სრული დაგმობა ნესტორისა და ევტიქისი.
- სრული აღიარება წმინდა კირილეს "თორმეტი ანათემისა ნესტორის წინააღმდეგ".
- ხმარებიდან ამოღება სიტყვისა "ბუნება" და წინადადებებისა, სადაც აღნიშნულია რომ ქრისტეს აქვს ერთი ან ორი ბუნება.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Catholic Encyclopedia: Henoticon
- Edward Walford, translator, The Ecclesiastical History of Evagrius: A History of the Church from AD 431 to AD 594, 1846. Reprinted 2008. Evolution Publishing, ISBN 978-1-889758-88-6 – contains a complete English translation of the Henotikon.
სტატიის