აშოტ I

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აშოტ.
აშოტ I

აშოტ I (სომხ. Աշոտ Ա) (გ. 2 თებერვალი, 891), სომხეთის მეფე (886-იდან), ბაგრატუნების დინასტიის დამაარსებელი. 859 წლიდან პოლიტიკურად დასუსტებული არაბთა სახალიფო იძულებული იყო სპარაპეტი (მხედართმთავარი) აშოტ I სომხეთის მტავართა მტავრად (იშხანაციშხანი) ეცნო. აშოტ I სათავეში ჩაუდგა სომხეთის განთავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლას, დაიმორჩილა მსხვილი ფეოდალები, შექმნა 40-ათასიანი ლაშქარი და ეკლესიის მხარდაჭერაც მიიღო (875 წელს საეკლესიო კრებამ დაადგინა მისი მეფედ გამოცხადება). 80-იან წლებში აშოტ I-მა მიაღწია სომხეთის დამოუკიდებლობას არაბებისაგან. 866 არაბთა სახალიფომ და ბიზანტიის იმპერიამ აშოტ I-ს მეფედ აღიარების ნიშნად სამეფო გვირგვინები გამოუგზავნეს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბადრიძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 68, თბ., 1977

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აშოტ_I&oldid=1943987-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე