ფრესკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფრესკა (ალმანახი).
სიქსტეს კაპელის ფრესკა ვატიკანში, რომი.

ფრესკა (იტალ. fresco — ახალი, ცინცხალი) — ფერწერის სახეობა, რომელიც სრულდება კირიან წყალში გახსნილი საღებავებით სველ შელესილობაზე. გაშრობისას იკეთებს გამჭვირვალე, კრისტალური კალციუმის აფსკს, რის გამოც ნახატი მყარი და გამძლე ხდება. ფრესკას უწოდებენ აგრეთვე ამ ტექნიკით შესრულებულ მხატვრულ ნაწარმოებს. ფრესკის ტექნიკით ასრულებენ მონუმენტური ფერწერის კომპოზიციებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული არქიტექტურასთან. ფრესკა კედლის მხატვრობის ძირითადი ტექნიკაა. ფრესკის საფუძველი ანუ ბათქაში შედგება ჩამქრალი კირისაგან, რომელსაც მცირე რაოდენობით ქვიშას, მარმარილოს ფხვნილსა და დანაყილ აგურს ურევენ. ზოგჯერ მეტი სიმყარისათვის უმატებენ სელს, ლეღვის წვენს, რაიმე ქონს და სხვა მასალას. ფრესკაში გამოიყენება საღებავები, რომლებიც კირს არ უერთდება. ფრესკის საღებავების პალიტრა მრავალფეროვანი არ არის. უმთავრესად იყენებენ ნატურალურ პიგმენტებს (ჟანგმიწა, უმბრა, კობალტი და ა. შ.), აგრეთვე სინგურს.საღებავებს ურევენ წებოს. ფრესკა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ტონების მთელი მრავალფეროვნება. ამასთან, ოსტატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შელესილობის გაშრობის შემდეგ საღებავები ბაცდება. საკუთრივ ფრესკის გარდა ცნობილია მისი ნაირსახეობა — მშრალ ბათქაშზე შესრულებულის მოხატულობა (ა სეკო).

ამჟამად ფრესკას უწოდებენ ნებისმიერი სახის კედლის მოხატულობას, განურჩევლად ტექნიკისა (ა სეკო, ტემპერა, ზეთით ან აკრილით ხატვა და მისთ.). ფრესკის ტექნიკის გამოსარჩევად ხშირად იყენებენ ტერმინს „წმინდა ფრესკა“.

ფრესკის ტექნიკის გაჩენის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა უკვე ეგეოსის კულტურის პერიოდში (ძვ. წ. II ათასწლეული) ამ ტექნიკას ფართო გამოყენება ჰქონდა. საჭირო მასალის ხელმისაწვდომობამ და ფერწერის ტექნიკის შედარებითმა სიმარტივემ, ასევე გამოსახულების შენახვის ხანგრძლივობამ განაპირობა ანტიკურ სამყაროში ფრესკული ფერწერის პოპულარობა. სავარაუდოდ იგივე მიზეზთა გამო, ქრისტიანულ ხელოვნებაში ფრესკა ტაძრების ქვის კედლების მოხატვის რჩეული საშუალება გახდა.

ძველი ფრესკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ საბერძნეთში, გარე და შიდა ფასადის დასაფარად გამოიყენებოდა ცაცხვის თაბაშირის რამდენიმე ფენა, რომელიც მზის სხივზე ბრწყინავდა. შემდგომში რომაელებმა ბერძნებისგან გადაიღეს კედლების თაბაშირით დაფარვა, შემდგომში წარმოიშვა სველზე შესრულებული ნაწერი რომელსაც ერქვა „უდო“ (სველი) ცაცხვის თაბაშირი შვიდ ფენად იდებოდა, ქვედა ფენებზე სილას ამატებდნენ ხოლო ზედა ფენებში მარმარილოს პატარა კენჭებს. ფენებს რომ არ გასჩენოდა ბზარები, ხსნარში ამატებდნენ ცოტაოდენ წყალს, ყოველი ფენის დამატებით იგი სქელდებოდა. სრული გამაგრებისთვის ამატებდნენ რძეს, აგურის ნატეხებს და იშვიათ შემთხვევებში კანაფს. თაბაშირის რამდენიმე ფენა ხელს უშლიდა სწრაფად გაშრობას, რაც აძლევდათ საშუალებას დიდი ხანი ემუშავათ სველ ზედაპირზე. საღებავის დამაკავშირებელი ნივთიერებები დამოკიდბული იყო ფენებში გამოყეებულ პიგმენტებზე. ფრესკის გაშრობის შემდეგ მას უსმევდნენ ზეთის ნარევს და ახურებდნენ რომ თავი დიხხანს შეენახა.

ბიზანტიური ფრესკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი ბიზანტიური ფრესკების შესრულებას აღწერს ხატმწერი დიონისია (XVII ს.) ფრესკების მასშტაბის გამო, ბიზანტიური სტილი მოითხოვდა დიდ დროს. თაბაშირის შრეები შემცირდა ორამდე, ხსნარში მარმარილოს პატარა ქვების ნაცვლად ქვედა ფენებში ჩალას ატანდნენ, ხოლო ზედა ფენებში სელსა და კანაფს, ისინი ნესტს კარგად იჭერდნენ. ბზარებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ კირის ხსნარს. თაბაშირის ზედა ფენა მთლიანად ერთ დროულად იფარებოდა, ადრეული მაგალითი ბიზანტიური ფრესკების (500–850 წლებში) შეინახა რომაულმა ეკლესიამ სანტა მარიამ. ამ ნახატის ზედაპირი ისევე იყო გაპრიალებული როგორც, ძველი რომაული ფრესკები, შემდგომში ბიზანტიელმა მხატვრებმა ამ ტექნიკაზე უარი თქვეს.

იტალიური ფრესკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიური ხატმწერა, როგორ სხვა დიდი ხანი მისდევდნენ ბიზანტიურ სტილს. მხოლოდ XIII საუკუნეში დაიწო თვით განვითარება. პირველად წმინდა ფრესკა აღწერა 1447 წელს ჩენინო ჩენინიმ. წმინდა ფრესკის ხელობა შესრულების დროში აგებს ხელობა „სეკოსთან“ მაგრამ ჯობნის მას ფერების სიმდიდრეში, იმიტომ, რომ მშრალ თაბაშირზე დადებული საღებავი სწრაფად მაგრდება, შედარებით „სეკო“ სველზე შესრულებული უფრო დიდხანს ძლებს. ფრესკების ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მცირეოდენი საღებავები, რომლებიც იმ დროისთვის იყო ცნობილი.

XVI საუკუნიდან იწყება წმინა ფრესკის დრო. ამ სტილში მუშაობდნენ ცნობილი მხატვრები: რაფაელი, მიქელანჯელო, ვაზარი, ტინტორეტო, ლუკა ჯორდანო. ამ დროისთვის თაბაშირის სისქე ძალიან თხელდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]