ივანე აივაზოვსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე აივაზოვსკის პორტრეტი, შესრულებული ალექსი ტურანოვის მიერ.

ივანე კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი (რუს. Иван Константинович Айвазовский, სომხ. Հովհանէս Այվազովսկի, დ. 17 ივლისი/29 ივლისი, 1817, ფეოდოსია — გ. 19 აპრილი/ 5 მაისი, 1900, იქვე) — რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი. წარმოშობით სომეხი. 1833-1837 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. იყო მ. ვორობიოვისა და ფ. ტანერის მოწაფე. 1845 წლიდან — აკადემიკოსი, 1847 წლიდან პროფესორი, 1887-იდან სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. ევროპის რამდენიმე აკადემიის წევრი.

1845-იდან ცხოვრობდა ფეოდოსიაში. უკვე 1840-იდან საქვეყნოდ მოიხვეჭა სახელი თავისი ნამუშევრებით, რომლებშიც გადმოცემულია ზღვის სტიქიონის სიდიადე, ზღვასთან მებრძოლი ადამიანების სიმამაცე. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია:„ჩესმენის ბრძოლა“, „ნავარინის ბრძოლა“ (ორივე — 1848, ფეოდოსიის სამხატვრო გალერეა), „მეცხრე ტალღა“ (1850, სანქტ-პეტერბურგი, რუსული მუზეუმი), „შავი ზღვა“ (1881, მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა). აივაზოვსკის ორი ნამუშევარი „ნიკოლოზ I-ის ჩასვლა გელენჯიკში“ და „ოსმალთა ფელუკის დატყვევება“ დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

გალერეა[რედაქტირება]