მამიკონიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამიკონიანთა დროშა
მამიკონიანთა დაპყრობები

მამიკონიანები — ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალური გვარი ადრინდელ შუა საუკუნეების სომხეთში. მამიკონიანები ფლობდნენ ვრცელ ტერიტორიას ტაოსა (ტაიქსა) და ტარონში.

წარმოშობის ვერსიები[რედაქტირება]

მოვსეს ხორენაცისა და სებოსის ჩანაწერების მიხედვით მამიკონიანები ასევე, როგორც ნ. ადონცი და კირილ თუმანოვი მიიჩნევენ, მამიკონიანთა საგვარეულო საქართველოს ისტორიული პროვინციიდან, ჭანეთიდან მოდის და მათი სახელის ფუძეც მამიკ (მამა) ქართულიდან მომდინარეობს .[1]

ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს იმას, რომ მამიკონიანებს სკვითური წარმომავლობა ჰქონდათ[2].

ცნობილი მამიკონიანები[რედაქტირება]

IV საუკუნიდან მემკვიდრეობით ეჭირათ სომხეთის უმაღლესი მთავარსარდლის — სპარაპეტის სახელო. მამიკონიანების გვარიდან არაერთი გამოჩენილი სარდალი გამოვიდა, რომელიც მეთაურობდა სომეხი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას. სომხეთის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ (V საუკუნის 20-იანი წლები) მამიკონიანები დაადგნენ ბიზანტიურ ორიენტაციას. მამიკონიანების ზოგიერთ წარმომადგენელს ბიზანტიაში საკმაოდ მაღალი სამხედრო და ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა.

451 წელს მოხდა ავარაირის ბრძოლა, სადაც თავი ვარდან დიდმა გაიჩინა. სომხეთმა ბრძოლა წააგო, სამაგიეროდ დიდი ზიანი მიაყენა სასანიანთა ირანს.

472 წელს ქრისტიანობისთვის იწამა ვარდან მამიკონიანის ასული შუშანიკი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Армения в эпоху Юстиниана: Политическое состояние на основе Нахарского строя, СПб., 1908, cт. 402-404 (Nicholas Adontz, Armenia in the Period of Justinian: The political Conditions Based on the Naxarar System. Trans. into Eng. with expanded notes, bibliography, and appendices by Nina G. Garsoian, Lisbon, 1970)
  2. Edward Gibbon,The History of the Decline and Fall of the Roman Empire: Chapter XIII, Part II, Reign of Diocletian and This Three Associates.