ბართლომე მოციქული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბართლომე მოციქული
בר תולמי
დაიბადა ძვ. წ. I საუკუნე
Cana
გარდაიცვალა I საუკუნე
Albanopolis
ხსენების დღე 24 აგვისტო[1] , August 25, April 22, June 11, June 30 და Thout 1
მოღვაწეობა პრესვიტერი

ბართლომე მოციქული (ებრ. תולמי‎‎‎‎‎-בר‎‎, ბერძ. Βαρθολομαίος, ლათ. Bartholomaeus) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი წარმოშობით კანას გალილეიდან იყო. ხსენების დღე - 11(24) ივნისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ბართლომე არამეულია (תולמי‎‎‎‎‎-בר‎‎) და წარმოადგენს - (отчество) bar talmai თალმაის ძე ანუ თალომეს ძე - პტოლიმეელი (პეტრე მოციქულიც ამ სახით არის ნახსენები სახარებაში უფლის მიერ - ”ბარ იონა” ანუ იონას ძეო). ბართლომე მოციქულზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება (მათ.10:3; მარ .3:18; ლუკ.6:14; საქ.1:13), ამიტომ ინფორმაციის დეფიციტი ივსება წარმოდგენებით და მოსაზრებებით. მაგალითად ეგზეგეტი ფარრარი ბართლომეს აიგივებს ნათანიელთან, რომელზეც უფალმა თქვა

იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.

—(იოან.1:47)

ზოგი მკვლევარი მიიჩნევს რომ, როგორც წესი ძველად ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ მეტსახელის მიმატება, მაგრამ ამ დროს თავად სახელი უცვლელი რჩებოდა. ხოლო სახელები: ბართლომე და ნათანიელი კი ერთმანეთისაგან განსხვავდება. რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს რომ ეს ორი სხვადასხვა პიროვნება იყო.

ასევე შესაძლებელია, რომ წმ. ბართლომეს სახელი ყოფილიყო ”ნათანიელი ბარ თალმაი” ანუ ”ნათანიელი თალმაის ძე”.

ქადაგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. გზად ქადაგებისას წმინდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი.

მოწამეობრივი აღსასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბართლომე მოციქულის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)
ბართლომე და ფილიპე მოციქულთა წამება

იეროპოლში წარმართი ქურუმების დასმენით მოციქულები დაიჭირეს და დილეგში დაამწყვდიეს. შემდგომ უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს ხოლო ბართლომე გვერდულად. წამების დროს უეცრად საშინლი მიწისძვრა მოხდა. შეშინებულმა მოსახლეობამ სცადა მოციქულების განთავისუფლება. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. მალე ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი. მარიამმა ღვთის სიტყვა იქადაგა ლიკაონიაში, სადაც მშვიდობით აღესრულა (ხს. 17 თებერვალს) ხოლო ბართლომე მოციქული ინდოეთში შემდეგ კი სომხეთში გაარგძელა ქადაგება. სომხეთში მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერმა მეფემ რა იხილა უფლის სასწაული მოინათლა დედოფალთან, ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად. იხილეს რა ეს წარმართმა ქურუმებმა მეფის ძმას შთააგონეს რომ მოციქული მოეკლა. ასტიაგმა მართლაც შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ჯერ თავდაღმა აცვეს ჯვარს შემდეგ კი ტყავი გააძრეს და ბოლოს თავი მოკვეთეს. ეს მოხდა 71 წელს.

წმინდა ნაწილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭურჭელი რომელშიც მოციქულის წმინდა ნაწილები ესვენა.

მოციქულის წამების შემდეგ მორწმუნეებმა მისი ცხედარი მოიპარეს და დიდი პატივით დაკრძალეს. დღესდღეობით იმ ადგილას სადაც ბართლომე მოციქული დაასაფლავეს აღმართულია სამრეკლო.[2] უფლის მოციქულის საფლავზე მრავალი სასწაული ხდებოდა. ასე იმყოფებოდა ქალაქ ალბანში ვიდრე იმპერატორმა ანასტასიამ 508 წელს წმინდა ბართლომეს ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ ანასტასიაუპოლში (დარი) გადაასვენა.[3] 574 წელს ქალაქი დარი სპარსეთის მეფე ხოზროემმა აიღო, ქრისტიანებმა სცადეს მოციქულის ნეშტის გადამალვა მაგრამ ვერ შესძლეს. ამიტომ გადაწყვიტეს ლუსკუმა წმინდა ნაწილებით ზღვაში ჩაეშვათ (ზოგიერთი ცნობით დაწეულმა ურჯულოებმა გადაყარეს შავ ზღვაში მოციქულის ლუსკუმა და ასევე კიდევ 4 სხვა წმინდანის სანაწილე: პაპიანე, ლუკიანე, გრიგორისა და აკაკის). ღვთის ნებით, სიწმიდე იტალიაში კუნძულ ლიპარასთან მიცურდა ხოლო სხვა დანარჩენი იტალიის სხვა ნაპირებს მიადგა: პაპიანე -სიცილიაში; ლუკიანე - მესინაში; გრიგორი - კალაბრიაში; აკაკი - ასკულუსაში. მოციქულის წმინდა ნაწილების მიბრძანება კუნძულის იმდროინდელ ეპისკოპოსს აგრაფონს ეუწყა. IX საუკუნეში კუნძული ლიპარა არაბებმა აიღეს. მორწმუნეებმა აქაც წმინდა ნაწილების გარიდება შესძლეს მომხვდურებისგან და მოციქულის უხრწნელი ნეშტი კუნძულ ლიპარადან ქალაქ ბენევენტოში გადააბრძანეს, ხოლო მოგვიანებით X საუკუნეში წმიდანის ძვლების ნაწილი ქალაქ რომში იქნა გადასვენებული.

მოციქულ ბართლომეს წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი ღირსმა იოსებ მგალობელმა ვინმე უცხო ადამიანისაგან შეიძინა, რომელმაც კონსტანტინეპოლის მახლობლად მდებარე სავანეში წააბრძანა და დააბრძანა ტაძარში, რომელიც ბართლომე მოციქულის სახელზე ააშენა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]