მხითარისტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხითარისტები, სომხური საეკლესიო კონგრეგაცია, რომელიც 1701 წელს დააარსა ბერმა მხითარ სებასტიელმა. 1717 წლიდან დღემდე ცენტრია ვენეციის მახლობლად, კუნძული სან-ლაძატოზე. მოგვიანებით მხითარისტების ნაწილი დაფუძნდა ვენა-ში. მხითარისტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სომხური ფილოლოგიისა და საეკლესიო ფეოდალური ლიტერატურის განვითარებაში. მათ გამოსცეს ძველი სომხური ლიტერატურის ძეგლები, ლექსიკონები, გამოკვლევები, თარგმანები. მხითარისტების მოღვაწეობა ხელს უწყობდა ვატიკანის გავლენას განმტკიცებას ახლო აღმოსავლეთში. იგი ზიანს აყენებს საზღვარგარეთელ სომეხთა სოციალურ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 278, თბ., 1984