გრიგოლ განმანათლებელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
px

გრიგოლ განმანათლებელი, პართელი (სომხ. Գրիգոր Լուսավորիչ, დ. დაახლოებით 239 - გ. 326), სომხეთის ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებელი. ტრადიცია გრიგოლ განმანათლებელს მიაწერეს ქრისტიანობის გავრცელებას სომხეთში. მისი ცხოვრების ამსახველი წყაროა აგათანგელოსის „სომხეთის ისტორია“, რომელმაც ჩვენამდე რამდენიმე ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსიით მოაღწია. აგათანგელოსის მიხედვით, გრიგოლ განმანათლებელი იყო ძე ანაკ პართელისა, რომელმაც ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის თრდატ III-ის მამა ხოსრო. შურისძიების შიშით მცირეწლოვანი გრიგოლი კაპადოკიაში გახიზნეს, სადაც ქრისტიანულ წესზე აღზარდეს. სომხეთში დაბრუნებულმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, მაგრამ მისი ვინაობა მალე გამომჟღავნდა. თრდატ III-ის ბრძანებით გრიგოლ განმანათლებელი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ ხაროში ჩააგდეს. იგი „ღვთაებრივი სასწაულით“ გადაურჩა სიკვდილს და სამეფო კარს ქრისტიანობა მიაღებინა. მალე ქრისტიანობა სოლხეთის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა (301 ან 315/316) და გრიგოლ განმანათლებელი პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს კესარეაში. ზოგჯერ სომხურ ეკლესიას მისი სახელის მიხედვით გრიგორიანულსაც უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, წგნ. 1, ტფ., 1935;
  • ალექსიძე ზ., ქსე, ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978