ეჩმიაძინი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია თბილისურ ტაძარს ეხება. სომხეთში არსებული ტაძრისა და ქალაქის შესახებ იხილეთ ეჩმიაძინი.
ეჩმიაძინი
Էջմիածին
ეჩმიაძინი (თბილისი) — თბილისი
ეჩმიაძინი (თბილისი)
Shown within თბილისი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′33″ ჩ. გ. 44°48′50″ ა. გ. / 41.69250° ჩ. გ. 44.81389° ა. გ. / 41.69250; 44.81389
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1806-1808
დეტალები

ეჩმიაძინი ან წმინდა სარქისის ეკლესია, სურფსარქისი (სომხ. Էջմիածին Եկեղեցի) — სომხური ეკლესია თბილისში, ისანში, ქეთევან წამებულის მოედნის დასავლეთით. 1806-1808 წლებში ისანში დასახლებულმა, ეჩმიაძინიდან ლტოლვილმა სომხებმა აქ პატარა დარბაზული ეკლესია ააშენეს. 1846 წელს ის გაფართოვდა და „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიად გადაკეთდა.

შენობა აგურისაა. ის ძირითადად იმეორებს შუა საუკუნეების ქართული და სომხური ეკლესიების სტრუქტურას, თუმცა ფასადთა გაფორმებაში და ინტერიერის ცალკეული ფორმების დამუშავებაში ჩანს კლასიციზმის გავლენაც. ოთხი მრგვალი გუმბათქვეშა ბურჯი კანელიურებით არის დაღარული. შიგნით შენობა მთლიანად შელესილია. გუმბათის ნახევარსფეროსა და აფრების მოხატულობა შესრულებულია XIX ს-ის II ნახევარში.

ეკლესიის აღმოსავლეთ სკვერში დგას ქვაჯვარი, რომელიც სომეხმა ერმა მიუძღვნა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0