სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სომხეთის სსრ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
სომხ. Հայկական Սովետական Սոցիալիստական Հանրապետություն

Flag of Armenia.svg
2 დეკემბერი 192021 სექტემბერი 1991 Flag of Armenia.svg
Flag of Armenian SSR.svg Coat of arms of Armenian SSR.png
დროშა გერბი
ჰიმნი
სომხეთის სსრ ჰიმნი
Soviet Union - Armenia.svg
სომხეთის სსრ-ს რუკა.
დედაქალაქი ერევანი
ენა სომხური, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 29 800 კმ²
მოსახლეობა 3 287 700 (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (სომხ. Հայկական Սովետական Սոցիալիստական Հանրապետություն), შემოკლებით სომხეთის სსრ, — საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკა, რომელიც შეიქმნა 1920 წლის დეკემბერში. 1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე შედიოდა ამიერკავკასიის სსრ-ის შემადგენლობაში, 1936 წელს კი შეუერთდა უშუალოდ სსრკ-ს. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა საქართველოს სსრ, აღმოსავლეთით აზერბაიჯანის სსრ, სამხრეთით ირანი, დასავლეთით თურქეთი. 1991 წლიდან სომხეთის სსრ-ის სამართალმემკვიდრეა სომხეთის რესპუბლიკა.

ისტორია[რედაქტირება]

გასაბჭოება[რედაქტირება]

1828 წლიდან 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე, თანამედროვე სომხეთის ტერიტორია რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ძირითადად ერევნის გუბერნიას მოიცავდა. იმპერიის გაუქმების შემდეგ სომხეთმა, ისევე როგორც მისმა მეზობელმა საქართველომ და აზერბაიჯანმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა (იხილეთ სტატია სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა)[1]. 1920 წლის ნოემბერში XI წითელი არმია სომხეთში შევიდა. მათ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ და 2 დეკემბერს ქვეყანაში ბოლშევიკური მმართველობა გამოცხადდა. 1921 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის დაიდო ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც თურქეთს დარჩა მნიშვნელოვანი ქართული და სომხური მიწები. სომხეთის მიღმა აღმოჩნდა ძველი ქალაქი ანისი და არარატის მთა. მის საზღვრების მიღმა დარჩა აზერბაიჯანის სსრ-სთან სადავო ნახიჩევანისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონები[2], თუმცა სომხეთს გადაეცა საქართველოს სსრ-სთან სადავო ლორე.

გასაბჭოებისთანავე ჩეკამ დაიწყო მასობრივი ტერორი ანტი-საბჭოურად მიჩნეული ელემენტების წინააღმდეგ. ბოლშევიკურმა პოლიტიკამ 1921 წელს რესპუბლიკაში თებერვლის აჯანყება გამოიწვია, რომელსაც დაშნაკები ჩაუდგნენ სათავეში. ამბოხებულებმა თავდაპირველად წარმატებას მიაღწიეს და ერევანიც გაათავისუფლეს[3], თუმცა საბოლოოდ ქვეყანაში შემოსულმა XI არმიამ აჯანყება მაინც დაამარცხა და 2 აპრილს დედაქალაქიც დაიბრუნა[4].

1922 წლის 12 მარტიდან 1936 5 დეკემბრამდე სომხეთი საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში ერთიანდებოდა, 1936 წელს კი სსრკ-ში ცალკე რესპუბლიკის სახით შევიდა.

სტალინის ეპოქა[რედაქტირება]

სახელმწიფო წყობილება[რედაქტირება]

სომხეთის სსრ მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო, რომელიც სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სომხეთის სსრ-ის ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო (ირჩევდა მოსახლეობა 5 წლის ვადით). მის კონპეტენციაში შედიოდა კანონების მიღება, სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს - რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს (მთავრობის) შექმნა და სხვა. სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს - სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო: რაიონებია, ქალაქებია, ქალაქის რაიონების, დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების სახელმწიფო დეპუტატთა საბჭოები, რომლებსაც მოსახლეობა ორნახევარი წლის ვადით ირჩევდა. მართლმსაჯულებას ახორციელებდა სომხეთის სსრ უმაღლესი სასამართლო, რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სომხეთის სსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ-ის გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნულ საბჭოში სომხეთის სსრ წარმოდგენილი იყო 32 დეპუტატით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Richard G. Hovannisian, Republic of Armenia. 4 vols. Berkeley: University of California Press, 1971-1996.
  2. Matossian, Mary Kilbourne (1962). The Impact of Soviet Policies in Armenia. Leiden: E.J. Brill, გვ. 30. ISBN 0-8305-0081-2. 
  3. Payaslian, Simon (2007). The History of Armenia. New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-1-4039-7467-9. – გვ. 170.
  4. Chorbajian, Levon; Mutafian, Claude; Donabedian, Patrick (1994). The Caucasian Knot: The History and Geopolitics of Nagorno-Karabagh. Zed Books. ISBN 1-85649-287-7. – გვ. 133.