აღთამარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აღთამარი (სომხ. Ախթամար, თურქ. Akdamar) - ვანის ტბის კუნძული (ამჟამად თურქეთის ტერიტორია), სომეხი მეფეების - არწრუნების რეზიდენცია (X-XI სს). კუნძულზე შემორჩენილია სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა ჯვრის ეკლესია (915-921, ხუროთმოძღვარი მანუელი), რომლის კედლები შიგნიდან მოხატულია, ფასადები უხვადაა შემკული ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმებით, ბიბლიური და საერო თემებზე შესრულებული რელიეფებით, მცენარეული და ცხოველური ორნამენტით. აქვეა X საუკუნის ნავსადგურის ნანგრევები.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 2, გვ. 50, თბ., 1977
სტატიის