თრდატ III
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თრდატ, (ტირდატე) III, სომხეთის მეფე 298-330. გამეფდა რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დახმარებით. თრდატ III-მ სასანიანთა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში რომის დახმარებით ფაქტობრივად მიაღწია დამოუკიდებლობას, რასაც მოჰყვა სამეფო ხელისუფლების გაძლიერება. 324 სომეხ დიდკაცობასთან ერთად თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მაისურაძე გ., ქსე, ტ. 4, გვ.699, თბ., 1979
სტატიის