სტამბოლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სტამბული)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სტამბოლი
İstanbul
Istanbul collage 5f.jpg
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია სტამბოლი
კოორდინატები 41°00′ ჩ. გ. 29°00′ ა. გ. / 41.000° ჩ. გ. 29.000° ა. გ. / 41.000; 29.000
დაარსდა ძვ. წ. 667
ფართობი 1,830.92 კმ²
სიმაღლე 100
მოსახლეობა 13,854,740 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 6,211 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +90 212 (ევროპ.)
+90 216 (აზ.)
საფოსტო ინდექსი 34010-34850
80000-81800
ოფიციალური საიტი http://www.ibb.gov.tr

სტამბოლი მდებარეობა თურქეთი

Red pog.svg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 356
რუს.ინგლ.ფრ.

სტამბოლი (თურქ. İstanbul) — თურქეთის უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ბოსფორის სრუტეზე ბუნებრივ ნავსაყუდელთან „ოქროს რქა“ (თურქ. Haliç), ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ოფიციალურად მდებარეობს ევროპასა და აზიაში, თუმცა, როგორც წესი, ევროპულ ქალაქად მოიხსენიება, შესაძლოა მისი წინამორბედი კონსტანტინოპოლის, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქის გავლენით. 2012 წლის აღრიცხვით ქალაქის აგლომერაციის მოსახლეობა შეადგენს 13,854,740 ადამიანს, რითიც ის ევროპის უდიდესი, ხოლო მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით მეორეა.[1][2] ქალაქის გეოგრაფიული კორდინატებია 41° N 28° E. ის ასევე სტამბოლის პროვინციის დედაქალაქია.

ბერძენ კოლონისტთა პირველმა დასახლებამ ბიზანტიუმი სახელი მათი ლიდერი მეგარელი ბიზასგან მიიღო. ახ.წ. 324 წელს ის რომის იმპერიის აღმოსავლეთის დედაქალაქი გახდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის' მიერ. ბიზანტიუმს ნოვა-რომა დაარქვეს თუმცა ამ სახელით მისი მოქალაქეები არ მოხიბლულან და ქალაქი მალე ცნობილი გახდა როგორც კონსტანტინოპოლი - „კონსტანტინეს ქალაქი“. რომისა და დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლი ხდება ერთპიროვნული დედაქალაქი ქვეყნისა, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამად ბიზანტიის იმპერიას უწოდებენ. ეს იმპერია კულტურულად ბერძნული იყო და ამგვარად ბერძნული ორთოდქსული ქრისტიანობის ცენტრი ხდება რომთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. ამ პერიოდში შენდება აქ მრავალი საუცხოო ტაძარი თუ ეკლესია, მათ შორის განუმეორებელი აია-სოფია - ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის სულიერი ლიდერის ტახტი დღემდე სტამბოლში რჩება.

1453 წელს ოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და მალე მისი დედაქალაქი ხდება. დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებდნენ, თუმცა ოფიციალურად სახელი ქუსტანტანია ( القسطنطنية ) გამოიყენებოდა, რაც არაბულად „კონსტანტინეს ქალაქს“ ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

თანამედროვე თურქული სახელწოდებაა İstanbul (ისტანბულ). სახელი წარმოიშვა ბერძნული ფრაზიდან „εἰς τὴν Πόλιν“ (ის ტინ პოლინ), ეგურ დიალექტზე „εἰς τὰν Πόλιν“ (ის ტამ პოლინ), რაც ნიშნავს „ქალაქში“, „ქალაქისკენ“, ან „ქალაქის ცენტრში“.

ქალაქის პირველი ცნობილი სახელი არის ბიზანტიონი. 330 წლის 11 მაისს რომაელმა იმპერატორმა კონსტანტინე I-მა ქალაქი რომის იმპერიის აღმოსავლეთ დედაქალაქად გამოაცხადა და მას ნოვა რომა (ლათ. Nova Roma — „ახალი რომი“) უწოდა. თუმცა ქალაქი ცნობილი გახდა სახელით კონსტანტინოპოლი (კონსტანტინეს ქალაქი). ქალაქის ეს სახელწოდება ოფიციალური გახდა თეოდოსიუს II-ის მმართველობისას (408—450).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ʻAner, Nadav (2005). The Jewish People Policy Planning Institute Planning Assessment, 2004–2005: The Jewish People Between Thriving and Decline. Jerusalem: Gefen Publishing House Ltd. ISBN 978-965-229-346-6. 
  • Athanasopulos, Haralambos (2001). Greece, Turkey, and the Aegean Sea: A Case Study in International Law. Jefferson, N.C.: McFarland & Company, Inc. ISBN 978-0-7864-0943-3. 
  • Barnes, Timothy David (1981). Constantine and Eusebius. Cambridge, Mass.: Harvard University Press. ISBN 978-0-674-16531-1. 
  • Baynes, Norman H. (1949). Byzantium: An Introduction to East Roman Civilization. Oxford, Eng.: Clarendon Press. ISBN 978-0-674-16531-1. 
  • (2010) A Social History of Ottoman Istanbul. Cambridge, Eng.: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-13623-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. The Results of Address Based Population Registration System, 2012. The Turkish Statistical Institute (28 January 2013). წაკითხვის თარიღი: 28 January 2013.
  2. Mossberger, Clarke და John 2012