გელა ნიკოლაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გელა ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1958 (1958-03-27) (66 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

გელა ნიკოლაიშვილი (დ. 27 მარტი, 1958, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, იურისტი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო 1999 წელს იურიდიულ–ფსიქოლოგიური ინსტიტუტი.

1981-1992 წლებში იყო მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალის ექსკურსიამძღოლი, მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი, სამეცნიერო განყოფილების გამგე. 1983-1985 წლებში იყო ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით იყო პოლიტპატიმარი. 1992 წელს იყო საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“. 1996-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ექსპერტ–კონსულტანტი. არის ავტორი წიგნებისა: „ადამიანის უფლებები საქართველოში“ (1998), „როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები“ (1999), „საქართველოს ციხეები“ (2001), „შევაჩეროთ წამება“, „პოლიცია და საზოგადოება“ (2003), „ადამიანის უფლებები საქართველოში 2005-2006“, „ფასადური დემოკრატია საქართველოში“ (2008), „დემოკრატიის შუქურა (მითი და რეალობა)“ (2009).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]