თენგიზ ონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თენგიზ ონიანი
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1928
დაბადების ადგილი სასაში, ლენტეხის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2012
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

თენგიზ ონიანი (დ. 25 ივნისი, 1928, სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი — გ. 2012) — ქართველი ბიოლოგი.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

1954-1958 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1958-1962 წლებში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, 1962-1967 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1968 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1975-1980 წლებში დირექტორი. 1980 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიომედიცინის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 200–მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის წიგნები: „ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგია“ (1965), „მემბრანო–მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში“ (1970), „ლიმბრული სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია“ (1976), „მეხსიერების და ძილ–ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგია“. არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: „ბეთქილის ბილიკებზე“ (1962), „ბასრა და ბუნჩა“ (1967), „ლაშხეთიდან ზეკარამდე“ (1972), „ჯარაში და აშდარი“ (1975).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგიის საკითხები“, დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა — „მემბრანო–მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში“, დაიცვა 1964 წელს. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ინტერმოზგ“–ის ასოციაცია, წევრი
  • IBRO-ს ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მე–4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • უნგრეთის ფიზიოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ძილის შემსწავლელი ევროპის ასოციაცია, წევრი
  • ძილის შემსწავლელი მსოფლიო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Интегративная функция лимбической системы (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба , 1980. - 298с.
  • ლაშხეთიდან ზეკარამდე : ისტ.-ეთნოგრ. მიმოხილვა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1972. - 288გვ.
  • Мембрано-миофибриллярное взаимоотношения (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба , 1970. - 145с.
  • ბასრა და ბუნჩა : მოთხრობები. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1967. - 91გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]