კონსტანტინე სალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე სალია
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1942
დაბადების ადგილი ტყვარჩელი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 19 თებერვალი, 2022 (79 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ხარკოვის კომუნალური მშენებლობის საინჟინრო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

კონსტანტინე სალია (დ. 14 მაისი, 1942, ქ. ტყვარჩელი — გ. 19 თებერვალი, 2022) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1964 წელს დაამთავრა ხარკოვის კომუნალური მშენებლობის საინჟინრო ინსტიტუტი, მოგვიანებით - მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.

1965 წელს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენში“ უფროს ინჟინრად. 1966-1967 წლებში იყო ტრესტ „საქორგტექმშენში“ - უფროს ეკონომისტად, მთავარ სპეციალისტად. 1967-1971 წლებში იყო მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1971-1977 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე - ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად. 1977-1978 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორი. 1978-1980 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის წალკის რაიკომის პირველი მდივანი. 1980-1982 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანი. 1982-1986 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1986-1988 წლებში იყო საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]