ზაზა სოფრომაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა სოფრომაძე
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1960 (1960-10-28) (63 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტი „თბილისი“
ეროვნება ქართველი

ზაზა სოფრომაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1960, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, თანამდებობის პირი, იურისტი.

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ხოლო 1997 წელს ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტი „თბილისის“ საერთაშორისო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]