თეიმურაზ ბასილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ ბასილია
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1957 (1957-03-10) (67 წლის)
დაბადების ადგილი ჩაისუბანი, ჩოხატაურის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

თეიმურაზ ბასილია (დ. 10 მარტი, 1957, სოფელი ჩაისუბანი, ჩოხატაურის რაიონი) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1979-1984 წლებში იყო სამრეწველო გაერთიანება „ელექტროხელსაწყოს“ ინჟინერ-ეკონომისტი, ბიუროს უფროსი. 1984-1986 წლებში იყო თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის დარგთაშორის ტერიტორიული გაერთიანების სექტორის გამგე, უფროსის მოადგილე. 1986-1989 წლებში იყო საავეჯო დეტალების კომბინატის დირექტორის მოადგილე. 1989-1991 წლებში იყო სამრეწველო გაერთიანება „განთიადის“ მთავარი ეკონომისტის მოადგილე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ტრადიციონალისტთა გაერთიანება“. 1994-1995 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე. 1996-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი. 2011 წლის 26 მაისს, თეიმურაზ ბასილიას ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. 2019 წელს დაბრუნდა საქართველოში. ეკონომიკის ექსპერტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]