ავთანდილ მარგიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავთანდილ მარგიანი
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1945 (1945-12-24) (78 წლის)
მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 1945-1991
საქართველოს დროშა საქართველო 1991-დღემდე
განათლება უმაღლესი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
პროფესია პოლიტიკოსი
საქმიანობა სპორტსმენი
პარტია ერთიანი საქართველო
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე(ები) მარინა დათუკიშვილი
შვილ(ებ)ი 2

ავთანდილ მარგიანი (დ. 24 დეკემბერი, 1945, მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი და საბჭოთა პოლიტიკოსი, სპორტსმენი, დამოუკიდებელი საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი 1990-1991 წლებში. 1992-1995 წლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი და პარლამენტის დეპუტატი. ამჟამად არის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968-1971 წლებში — ლუდის ქარხნის ბრიგადირი. 1971-1977 წლებში — კომბინატ „ელბრუსის“ ინჟინერი, შემდეგ მთავარი ინჟინერი. 1978-1980 წლებში ტრანსნავთობის ბაზის უფროსი. 1980-1989 წლებში კომპარტიის გარდაბნის რაიონის განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი. 1989-1990 წლებში კომუნისტური პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.[3]

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი კომუნისტური პარტიიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991-1992 წლებში იყო „საქართველოს დემოკრატიული კავშირის“ თანათავმჯდომარე, 1992 წლიდან — თავმჯდომარე. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[4] 1992 წელს არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, იყო ფრაქცია „დემოკრატიული კავშირის“ წევრი, 1992-1995 წლებში — საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი. იყო 1993 წელს შექმნილი თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოება „კარადენის“ დამფუძნებელი. 1995 წელს არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი.[3] იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე.

ჰყავს მეუღლე, მარინა დათუკიშვილი და 2 შვილი.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]