მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის
დაფუძნდა დეკემბერი, 2008
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო
ფერები მწვანე

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის — პარტია, ჩამოყალიბებული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის, მიერ 2008 წლის დეკემბერში.

პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები: დეპუტატი პეტრე მამრაძე, ყოფილი დეპუტატები შოთა გვენეტაძე და ედუარდ სურმანიძე.

პარტია ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების სტადიაშია. არ გამართულა დამფუძნებელი ყრილობა, არ არსებობს პარტიის წესდება, რომელიც შიდა სტრუქტურას განსაზღვრავს და პარტიის პოლიტიკური პროგრამა. პარტიის ლოზუნგია: "სამართლიანობა, ერთიანობა, კეთილდღეობა." მისი მიზანია სტაბილური, სამართლიანი, გაერთიანებული საქართველო, სადაც ხალხის კეთილდღეობა და უსაფრთხოება საიმედოდ იქნება დაცული.

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის იმყოფება მმართველი გუნდის ოპოზიციაში და ატარებს პერმანენტულ აქციებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. პარტია განსაკუთრებით აქტირუობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

პარტიის ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი, პრემიერის პოსტიდან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ წავიდა. შემდეგ იგი ფეხბურთელი კახა კალაძის ბიზნესს ედგა სათავეში, აგვისტოს ომის შემდეგ კი ისევ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა.

პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ის იყო ეროვნული საბჭოს წევრი.

23 დეკემბერს პარტიის ერთმა ნაწილმა გამართა რიგგარეშე ყრილობა, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადა პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ ნოღაიდელმა და მისმა მომხრე ნაწილმა[1][2][3]. ყრილობამ ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა, აირჩია გამგეობის ახალი შემადგენლობაც[4]. რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილების რეგისტრაციისთვის გამგეობამ განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს. რეგისტრაციის შემთხვევაში, მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს და ახალი შემადგენლობის განკარგულებაში გადავა პარტიის სახელზე არსებული ქონება [5][6]. 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტრომ განცადება დააკმაყოფილა და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრთა რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილება რეგისტრაციაში გაატარა, რომლის თანახმადაც ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებულია[7].

[რედაქტირება] სქოლიო

  1. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრები რიგგარეშე ყრილობას გამართავენ“, რუბრიკა პოლიტიკა, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 2010-12-22. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10. 
  2. ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” რიგგარეშე ყრილობას 23 დეკემბერს გამართავს“, ნიუსი, რუბრიკა პოლიტიკა, პირველი არხი, 2010-12-21. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10. 
  3. ნატო ხოხიაშვილი: "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობის ჩატარება საკუთარი სახსრებით უზრუნველვყავით"“, საინტერესო სააგენტო პირველი, 2010-12-23. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10. 
  4. ჭადრაკის სასახლეში "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს“, ნიუსი > პოლიტიკა, GeoNews.ge, 2010-12-23. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10. 
  5. “სამართლიანი საქართველოსთვის” რიგგარეშე ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფი პასუხს ელოდება“, უახლესი ამბების პორტალი onlinenews.ge, 2011-01-10. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10. 
  6. ორი მოძრაობა ერთი გადაწყვეტილების მოლოდინში“, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი, 2011-01-10. წაკითხვის თარიღი: 2011-01-10. 
  7. ზურაბ ნოღაიდელს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად დაატოვებინეს“, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი, 2011-01-11. წაკითხვის თარიღი: 2011-01-11. 


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები