ჯაბა იოსელიანი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ჯაბა იოსელიანი}} |
ჯაბა იოსელიანი (10 ივლისი, 1926 - 4 მარტი, 2003) — XX საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს და 90–იანი წლების პირველი ნახევრის ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო მეთაური, შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონი“–ის დამაარსებელი და ლიდერი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა ხაშურში. სწავლობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში აღმოსავლემცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა არ დაუმთავრებია. 1948 წელს ლენინგრადში ბანკის ძარცვაში მონაწილეობდა, რის გამოც 17 წელი ციხეში გაატარა. 1965 წელს სასჯელმოხდილმა მცირე ხანში ისევ ამოყო თავი ციხეში, ამჯერად მკვლელობისთვის. საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა და თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი თეატრალური სპექტაკლისთვის.
საზოგადოებისთვის იოსელიანი ცნობილი გახდა როგორც მხედრიონის ლიდერი — შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც მან 1989 წელს დააარსა. დაჯგუფების გაცხადებული მიზანი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების დაცვა რეგიონული სეპარატისტული ელემენტებისგან. 1991 წლის თებერვალში მისი ორგანიზაცია პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო თავად იოსელიანი მხედრიონის წევრებთან ერთად დააპატიმრეს.
1991 წლის დეკემბერში იოსელიანმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განდგომილ წევრებს შეუერთდა სამხედრო გადატრიალების მოწყობის მიზნით. სისხლიანი გადატრიალება იოსელიანის მომხრეების წარმატებით დასრულდა 1992 წლის იანვარში. იოსელიანი გახდა სამხედრო საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც საქართველოს მართავდა 1992 წლის იანვარ-მარტში. მოგვიანებით იგი გავლენიანი ფიგურა ხდება პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის პერიოდშიც, რომელიც იძულებული იყო მხედრიონის შეიარაღებულ დაჯგუფებას დაყრდნობოდა სახელმწიფო თავდაცვის ძალების უსუსურობის გამო. იოსელიანის უპირატესობა ქვეყნის მმართველობაში იმითაც გამოიხატებოდა, რომ მისი ოფისი პარლამენტის შენობაში ზუსტად შევარდნაძის ოფისის თავზე იყო და ის მუდამ გარშემორტყმული იყო შეიარაღებული მცველებით.
იოსელიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მმართველობის აღდგენის კატასტროფულ მცდელობაში აფხაზეთში, რომელიც ცენტრალური მთავრობისა და მხედრიონის ძალების აბსოლუტური დამარცხებით დამთავრდა 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში, რაშიც დიდი წვილი მიუძღვის ედუარდ შევარდნაძის პასიურ ქართულ და რუსეთის არმიის მუდამ აქტიურ ანტიქართულ სტრატეგიას. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
სტატიის