საქართველოს მწვანეთა პარტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მწვანეთა პარტია

საქართველოს მწვანეთა პარტია
ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე[1]
დაფუძნდა დეკემბერი, 1989
იდეოლოგია მწვანე პოლიტიკა
ევროპული აკრედიტაცია ევროპის მწვანეთა პარტია[2]
საერთაშორისო აკრედიტაცია გლობალური მწვანეები[3]
ფერები მწვანე
შტაბ-ბინა ს. კანდელაკის ქ. 55, თბილისი, საქართველო
http://greensparty.ge

საქართველოს მწვანეთა პარტია - საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტია, რომლის ძირითადი პრინციპებია: ეკოლოგია, დემოკრატია, არაძალადობა და მიზნად ისახავს ისეთი საზოგადოების შექმნას, "რომელშიც ყოველი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოთი, რომელიც ჰარმონიულად შეუხამებს ურთიერთს ამჟამინდელი და მომავალი თაობების ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, საზოგადოება, რომელიც ორიოდ ათწლეულში არ ამოწურავს საუკუნეებისთვის განკუთვნილ რესურსებს, რომელშიც ადამიანი კი არ იარსებებს სახელმწიფოსთვის, არამედ სახელმწიფო – ადამიანისათვის, სადაც ყოველ მოქალაქეს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება; საზოგადოება, რომლისთვისაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე უდიდესი ფასეულობა იქნება"[4].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. პარტიის გენერალური მდივანი.
  2. European Green Party.
  3. Global Greens, Full Member Parties.
  4. საქართველოს მწვანეთა პარტიის ძირითადი პრინციპები.