ნიკოლოზ ჭავჭავაძე (ფილოსოფოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლოზ ჭავჭავაძე.
ნიკოლოზ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1923
დაბადების ადგილი ყვარელი
გარდაცვალების თარიღი 15 თებერვალი, 1997 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
შვილ(ებ)ი ზურაბ ჭავჭავაძე

ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე (დ. 5 მაისი, 1923, ყვარელი — გ. 15 თებერვალი, 1997, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ოცდაათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს. მეგობრებთან ერთად იხსნა ქართული ფილოსოფიური აზრი მარქსიზმ-ლენინიზმის მარწუხებისაგან. მისი ხელშეწყობითა და თაოსნობით განვითარდა საქართველოში ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია. იყო საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალ „მაცნეს“ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერიის რედაქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეთიკის კათედრის გამგე, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“. ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საკითხთა კომისიას.

დაიბადა 1923 წლის 5 მაისს ყვარელში თავადის ოჯახში. გარდაიცვალა 1997 წლის 15 თებერვალს. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში. ნიკოლოზი იყო 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის — ზურაბ ჭავჭავაძის მამა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]