შინაარსზე გადასვლა

გრიგოლი (კაცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე გრიგოლი.
ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი
გრიგოლი (კაცია)
დროშა
დროშა
წალკელი ეპისკოპოსი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: სარატოვის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია
დაბადების სახელი: გიორგი ვლადიმერის ძე კაცია
დაბადება: 26 აგვისტო, 1972 (1972-08-26) (52 წლის)
სოხუმი
ბერად აღკვეცა: 2010 წლის 26 აგვისტო
დიაკვნად კურთხევა: 2010 წლის 28 აგვისტო
მღვდლად კურთხევა: 2010 წლის 14 ნოემბერი
ეპისკოპოსად კურთხევა: 2013 წლის 4 დეკემბერი

ეპისკოპოსი გრიგოლი (ერისკაცობაში — გიორგი ვლადიმერის ძე კაცია; დ. 26 აგვისტო, 1972, სოხუმი) — წალკელი ეპისკოპოსი. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარი 2013 წლიდან.

ეპისკოპოსი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ვლადიმერის ძე კაცია, დაიბადა 1972 წლის 26 აგვისტოს ქალაქ სოხუმში, ექიმების — ვლადიმერ კაციასა და ლუდმილა რუხაიას ოჯახში. 1982 წელს მოინათლა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1989 წელს დაამთავრა ქალაქ სარატოვის (რუსეთი) საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქალაქ სარატოვის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1995 წელს. 1997 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სისხლძარღვთა და გულის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში ასპირანტურაზე. 2000 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „გულის იშემიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა“ რისთვისაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

2005 წლიდან ბრუნდება საქართველოში, ამავე წლიდან 2010 წლის ჩათვლით სწავლობს თბილისის სასულიერო აკადემიაში. 2010 წელს საკუთარ დაბადების დღეზე 26 აგვისტოს სიონის ტაძარში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად გრიგოლი. 2010 წლის 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულზე აკურთხეს დიაკვნად და განმწესდა სამების ტაძრის ლავრაში. 2010 წლის 14 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი.[1]

2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სინოდის განჩინებით ეპარქიათა რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა 5 ახალი ეპარქია. ახლად შექმნილი მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად გამოარჩიეს მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (კაცია).[2] 2013 წლის 3 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მღვდელ-მონაზონ გრიგოლის წარდგინება, ხოლო 4 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონ გრიგოლს ეპისკოპოსად დაასხა ხელი.[3]

2015 წლის 13 იანვრიდან გრიგოლი აგარაკ-წალკის ეპისკოპოსად გადაიყავანეს.[4] საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი გადაიყვანეს ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრაზე დროებით მმართველად.[5]

2021 წელს 11 თებერვალს გამართულ სინდოდის სხდომაზე ეპისკოპოსი გრიგოლი კვლავ აგარაკ-წალკის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გრიგოლი – წალკელი ეპისკოპოსი. patriarchate.ge. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021
  2. წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15/10/2013. www.patriarch.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021
  3. სადღესასწაულო ქადაგება 05/12/2013. www.patriarch.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-07. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021
  4. „საქართველოს ეკლესიის ოთხმა ეპისკოპოსმა ეპარქიები გაცვალა“. Tabula. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. „მეუფე გრიგოლი მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებს რეზიდენციაში ხვდება“. kvira.ge. 1 ნოემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „სინოდმა მეუფე გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლა“ (newsreport.ge). 12-02-2021. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)