Brain Damage (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Brain Damage (პინკ ფლოიდის სიმღერა))
„Brain Damage“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Dark Side of the Moon
გამოსვლის თარიღი 17 მარტი, 1973
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 3:48
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
The Dark Side of the Moonსიმღერები

Brain Damage“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Dark Side of the Moon.[1][2] მისი ავტორია როჯერ უოტერსი. თავდაპირველად სიმღერას „Lunatic“ ეწოდებოდა.

სიმღერაში საუბარია შეშლილობაზე, რაზეც, უოტერსის თქმით, ასევე გავლენა იქონია სიდ ბარეტის თემატიკამ.

როჯერ უოტერსი:

მოლი, ნახსენები Brain Damage-ში, არის გაზონი კინგს-კოლეჯის სამლოცველოს უკან, კემბრიჯში. იქ მაისის მეჯლისი იმართებოდა. საკმაოდ წარმატებით, ყველა დათვრა.

ალბომზე The Dark Side of the Moon და საკონცერტო შესრულებების დროს კომპოზიცია ყოველთვის წარმოდგენილია ალბომის უკანასკნელი სიმღერის, „Eclipse“ თანხლებით.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის კონცერტებზე სიმღერას თან ახლდა ვიდეოპროექცია, სადაც ცნობილ პოლიტიკოსებს აჩვენებდნენ, კურიოზულ სიტუაციებში. იგივე კადრები მოხვდა ბარი ჩეტინგტონის მიერ შედგენილ პრომო ფილმში „Brain Damage/Eclipse“. სულ 1974-1975 წლებში ამ ვიდეოების სამი სხვადასხვა ვერსია შეიქმნა.

1994 წელს რგოლი განახლდა და მასში შეიძლებოდა ბილ კლინტონისა და ბორის ელცინის ხილვაც. მსგავსი ვიდეორგოლები 2006-2008 წლებში, როჯერის ტურნეში The Dark Side Of The Moon Live გამოიყენებოდა - განახლებული ვიდეოპროექციების სახით, სადაც უახლესი პერიოდის პოლიტიკოსები ფიგურირებდნენ.

როჯერი სიმღერას ასრულებდა 1984/1985, 1987, 1999-2002, 2006-2008 და 2016-2017 წლების კონცერტებზე. ჯგუფი სიმღერას ასრულებდა 1972, 1973, 1974, 1975 და 1994 წლებში. დევიდ გილმორი სიმღერას სოლო კონცერტებზე არ ასრულებდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.