შირაკის საერთაშორისო აეროპორტი (სომხ.Շիրակ Օդանավակայան) — აეროპორტი სომხეთში. მდებარეობს შირაკში, გიუმრის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში. აეროპორტი 1961 წელს აშენდა და ზვართნოცის აეროპორტის შემდეგ სიდიდით მეორეა სომხეთში. [1]2006 წელს სომხეთში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო მეორე საერთაშორისო აეროპორტის ქონა, რადგან უამინდობის პერიოდში რეისების გადამისამართება იქ მომხდარიყო. სწორედ ეს როლი ითამაშა შირაკის აეროპორტმა. საჰაერო კონტროლის ახალი აღჭურვილობა აეროპორტის მომსახურე პერსონალს საშუალებას აძლევს აკონტროლოს 400 კმ რადიუსის საჰაერო სივრცე. [1]ჩეხურმა კომპანიამ პირველად გამოსცადა მსგავსი აღჭურვილობა მთიან რეგიონში. შირაკის აეროპორტი არის იმის მაგალითი, რომ ასეთი მოწყობილობების დაყენება რთულ რელიეფურ პირობებშიც შეიძლება.
2007 წლის20 ივნისიდან, 20 ოქტომბრის ჩათვლით აეროპორტი დაიხურა სარემონტო სამუშაოების გამო. ამ დროში განახლდა ასაფრენი ბილიკის საფარი, განათება და მთავარი ტერმინალი.