ჯერვისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯერვისი
მშობ. სახელი: ინგლ. Jarvis
Jarvis Island-CIA WFB Map.png
კუნძული ჯერვისი
გეოგრაფია
0°22′ ს. გ. 160°01′ დ. გ. / 0.367° ს. გ. 160.017° დ. გ. / -0.367; -160.017
მდებარეობა წყნარი ოკეანე
ფართობი 4,45 კმ²
სანაპიროს სიგრძე 8 კმ
უმაღლესი წერტილი 7 მ
აშშ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)

ჯერვისი (ინგლ. Jarvis) — კუნძული წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. ამერიკის შეერთებული შტატების არაორგანიზებული და შეუერთებელი დაუსახლებელი ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ ჯერვისის მდებარეობა.
წყნარი ოკეანის ცენტრალური რაიონის რუკა.

მდებარეობს 2200 კმ-ში სამხრეთით ჰავაის კუნძულებიდან და 375 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით შობის კუნძულიდან, რომელიც შედის კირიბატის შემადგენლობაში. მიეკუთვნება ლაინის კუნძულებს.

კუნძულის ფართობია — 4,45 კმ². ჯერვისი — ქვიშოვანი მარჯნის კუნძული. სანაპირო ზოლის სიგრძე 8 კმ-ია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 7 მეტრს. ბუნებრივი წყლის წყაროები არ არსებობს. იზრდება: დაბალი ბუჩქები, იშვიათი ბალახოვანი საფარი. ბუდობენ სხვადასხვა სახეობის ზღვის ფრინველები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული აღმოაჩინეს ინგლისელებმა 1821 წელს, 1858 წელს შეიერთა აშშ-მა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. კუნძულზე მდებარეობს მიტოვებული სოფელი მილერსვილი. ყოველწლიურად აქ მოდიან აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები. კუნძულზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ნებართვით და ძირითადად მეცნიერებისათვის

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკური საქმიანობა არ არსებობს. არსებობს გარე ღუზიანი გასაჩერებელი ადგილები ზღვის გემებისათვის, ასევე ორი ადგილი დიდი ნავების გასაჩერებლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]