ჰონიარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰონიარა
ინგლ. Honiara
დროშა

ქვეყანა სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 9°26′00″ ს. გ. 159°57′00″ ა. გ. / 9.43333° ს. გ. 159.95000° ა. გ. / -9.43333; 159.95000
ქალაქის მერი ისრაელ მაეოლი
დაარსდა 1943
ფართობი 22 კმ²
ცენტრის სიმაღლე 29
მოსახლეობა 84 520 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 3841,81 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+11
ჰონიარა — სოლომონის კუნძულები
ჰონიარა

ჰონიარა (ინგლ. Honiara) — სოლომონის კუნძულების დედაქალაქი და მთავარი პორტი. მდებარეობს გუადალკანალის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე.ქალაქის მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით შეადგენს 84 520 ადამიანს. ქალაქს ემსახურება ჰონიარის საერთაშორისო აეროპორტი და Point Cruz-ის ნავსადგური. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქალაქის ტერიტორია გამოყოფილია ცალკე დედაქალაქის ტერიტორიად პროვინციის სტატუსით. ამავე დროს ჰონიარა რჩება გუადალკანალის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრად.

აეროპორტის ტერიტორია II მსოფლიო ომის დროს გუადალკანალის კამპანიის დროს აშშ-სა და იაპონიას შორის ბრძოლის ველად იქცა. 1942 წელს ჰენდერსონის ველის ბრძოლაში აშშ-მა გაიმარჯვა. 1952 წლის შემდეგ, როდესაც ჰონიარა ბრიტანეთის სოლომონის კუნძულების პროტექტორატის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ახალი ადმინისტრაციული ნაგებობების მშენებლობასთან ერთად ქალაქი უფრო განვითარდა და მოსახლეობის რაოდენობამაც მოიმატა. 1990-იანი წლების ბოლოდან ჰონიარაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები დაიწყო და პოლიტიკური არასტაბილურობა და აჯანყებები ამ პერიოდის თანმდევი ნიშანი გახდა. 2000 წლის ივნისში გადატრიალების მცდელობა შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა, რასაც კუნძულ მალაიტას ბინადართა (მალაიტის არწივის ძალები) და გუადალკანალის მცხოვრებთა შორის (ისატაბუს განმათავისუფლებელი მოძრაობა) ბრძოლა მოჰყვა.

მართალია, 2000 წლის ოქტომბერში სამშვიდობო შთანხმება იქნა დადებული, მაგრამ კონფლიქტი ამით არ დასრულებულა და 2002 წლის მარტში ქალაქის ქუჩებში ორი ახალ ზელანდიელი დიპლომატი და რამდენიმე ადამიანი მოკლეს. 2003 წლის ივლისში ჰონიარაში სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ სოლომონის კუნძულების რეგიონული მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ავსტრალიის ხელმძღვანელობით წყნარი ოკეანის ერები სოლომონის კუნძულების მთავრობამ წესრიგის აღსადგენად მიიწვია. 2006 წელს პრემიერ მინისტრად სნაიდერ რინის არჩევას ამბოხებები მოჰყვა, რამაც ქალაქის ნაწილი Chinatown გაანადგურა და 1 000-ზე მეტი ჩინელი მოსახლე უსახლკაროდ დარჩა. აჯანყებებმა ჰონიარასა და ქალაქის ტურიზმს, ისევე როგორც კუნძულებს, დიდი დარტყმა მიაყენა.

ჰონიარაში მდებარეობს სოლომონის კუნძულების მთავრობის მთავარი ინსტიტუტები. დედაქალაქში მდებარეობს: სოლომონის კუნძულების ეროვნული პარლამენტი, სოლომონის კუნძულების უმაღლესი განათლების ჰონიარის კოლეჯი, ჰონიარის საერთაშორისო სკოლა, სოლომონის კუნძულების სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი, ეროვნული მუზეუმი და ჰონიარის ბაზარი. პოლიტიკურად ჰონიარა სამ საპარლამენტო საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი და დედაქალაქიდან ეროვნულ პარლამენტში 50 წევრიდან 3 წევრი აირჩევა. ეს საარჩევნო ოლქები: აღმოსავლეთ ჰონიარა, ცენტრალური ჰონიარა და დასავლეთ ჰონიარა, სამ სხვა ოლქთან ერთად სოლომონის კუნძულების იმ ექვს ოლქს შეადგენს, რომლებშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ს აღემატება.

ჰონიარის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია. დედაქალაქში მდებარეობს მელანეზიის პროვინციის ეკლესია (ანგლიკანური), ჰონიარის რომის კათოლიკური არქიეპარქია, სამხრეთის ზღვების ევანგელისტური ეკლესია, გაერთიანებული ეკლესია, მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია და სხვა ქრისტიანული ეკლესია-მონასტრები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ჰონიარა წარმოდგება nagho ni a-დან, რაც გუადალკანალის ერთ-ერთ ენაზე ითარგმნება როგორც „აღმოსავლეთის ქარის ადგილი“ ან „სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარის პირისპირ“.[1] ქალაქის შესახებ ბევრი ცნობა არ არის შემონახული.[2]

II მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Henderson Field on Guadalcanal in late August 1942, soon after Allied aircraft began operating out of the airfield

1942 წელს იაპონელთა გუადალკანალის კამპანიის დროს სამი მთავარი სახმელეთო შეტევიდან ერთ-ერთი, ჰენდერსონის ველი ბრძოლა იმ ადგილას მოხდა, სადაც ამჟამად ჰონიარის საერთაშორისო აეროპორტი მდებეარეობს, დედაქალაქის ცენტრიდან 11 კმ-ით აღმოსავლეთით. ბრძოლის დროს აშშ-ის საზღვაო და სახმელეთო ძალებმა გენერალ-მაიორ ალექსანდერ ვანდერგრიფის მეთაურობით არაერთხელ მოიგერიეს იაპონელთა მე-17 არმია, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი ჰარუკიჩი ჰიაკუტაკე მეთაურობდა. [3] აშშ-ის სამხედრო ძალებმა მდინარე ლუნგის პერიმეტრის დაცვა შეძლეს, რომელიც ჰენდერსონის ველს ეკვროდა და რომელიც მოკავშირეებმა 1942 წლის 7 აგვისტოს გუადალკანალზე დაშვებისას დაიკავეს. ჰიაკუტაკეს ძალები გუადალკანალში საჰაერო ველის ხელახლა დაკავებისა და მოკავშირეთა კუნძულიდან განდევნისთვის გაგზავნეს. იაპონელებმა 3 500 ჯარისკაცი გაგზავნეს, რომელთა რაოდენობაც მალე 20 000-მდე გაიზარდა და თითქმის გაუტოლდა ამერიკელთა 23 000 კაციან არმიას.[4]

Troops at the Battle of Henderson Field

ოსტინის მთიდან, რომელიც ზღვის დონიდან 410 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სავოსა და ფლორიდის კუნძულების ჩრდილო სანაპირო დაბლობების პანორამის დანახვაა შესაძლებელი, სადაც ბრძოლები წარიმართა. 1942 წლის მეორე ნახევარში იაპონელებმა ეს ბორცვი დაიკავეს და ჰენდერსონის ველზე განლაგებულ ამერიკულ შენაერთებს არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. საბოლოოდ ამერიკელებმა ბორცვი დაიკავეს, თუმცა იაპონელები ერთი თვის მანძილზე ქედები: Gifu, Sea Horse და Galloping Horse ეკავათ. იაპონელთა უმრავლესობა შიმშილითა და სარისკო შეტაკებების დროს დაიღუპა.[5]

ჰიაკუტაკეს ჯარებმა სამი დღის მანძილზე სხვადასხვა ადგილიდან მდინარე ლუნგის პერიმეტრს არაერთხელ შეუტიეს. მდინარე მატანიკაუს გასწვრივ, რომელიც დღევანდელი ცენტრალური ჰონიარის მთავარი მდინარეა, არტილერიის ბარჟას უკნიდან ტანკებმა შეუტიეს, თუმცა არტილერიამ, მათ შორის 37 მმ-იანი ანტისარაკეტო თოფებით 9 ტანკი მალევე გაანადგურა. ამ დროისთვის საზღვაო არტილერიის ოთხმა ბატალიონმა Point Cruz-დან და მატანიკაუდან ნამასუ ნაკაგუმას ქვეით ბატალიონს დიდი დარტყმა მიაყენა. არაერთი ბრძოლის შედეგად ორივე მხარემ უამრავი მებრძოლი დაკარგა, განსაკუთრებით იაპონელებმა.[6] 1942 წლის ნოემბერში გუადალკანალის საზღვაო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ იაპონია მარცხს შეეგუა და 1943 წლის თებერვლის პირველ კვირაში დარჩენილი ძალების ევაკუაცია მოახდინა. ქალაქის უკანა ნაწილში ამერიკელების მიერ აგებული Quonset hut-ებისა და ომისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ძეგლის ნახვა დღესაცაა შესაძლებალი.[7]

თანამედროვე განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰონიარა ოფიციალურად სოლომონის კუნძულების ბრიტანული პროტექტორატის დედაქალაქი 1952 წელს გახდა. II მსოფლიო ომის დროს აშშ-ის მხარდაჭერით ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც ბრიტანეთის მთავრობას დედაქალაქის ჰონიარაში გადატანა გადააწყვეტინა.[8][9] დედაქალაქში სამთავრობო შენობები 1952 წლის დასაწყისშივე გაიხსნა. იმ დროისთვის კოლონიური ადმინისტრატორი სერ რობერტ სტენლი იყო. დასავლეთ წყნარი ოკეანის უზენაესი კომისრის რანგში იგი ბრიტანეთის სოლომონის კუნძულებს, ნიუ ჰებრიდის კონდომინიუმის (ახლანდელი ვანუატუ) და გილბერტისა და ელისის კუნძულების (ამჟამინდელი კირიბატი და ტუვალუ) კოლონიას განაგებდა.[10] 1954 წლის აგვისტოს დასაწყისში ჰონიარაში დოქტორი მაკუ საალტო ჩავიდა, რომელმაც მთელ კუნძულზე გამოკითხვები ჩაატარა და კეთრი გამოიკვლია.[11] 1955 წელს იგი ფიჯიზე დაბრუნდა.[11]

Honiara from the east

ჰონიარის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ ქალაქი კიდევ უფრო გაიზარდა. 1960-1970-იან წლებშიო ინვესტიციების 2/3 დედაქალაქში იდებოდა, რამაც ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი, თუმცა მოსახლეობის რაოდენობა ნელა იზრდებოდა და ქალაქში სოლომონის კუნძულების მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობდა. შემდეგში ქალაქის მოსახლეობა კუნძულ ბელონადან წამოსული მოსახლეობის ხარჯზე გაიხარდა. ბელონელები ჰონიარის შემოგარენში მუდმივ თუ დროებით სახლებს აგებდნენ, ჩვეულებრივ თეთრი მდინარის მახლობლად.[2] ქალაქში კრეოლიზაციის პროცესი დაიწყო.[12] 1960-იან წლებში ქალაქში მთავარი ენა პიჯინის ენა გახდა. [13] ჰონიარაში მრავალი წელი გაატარა ახალ ზელანდიელმა ისტორიკოსმა და სოლომონის კუნძულების ყოფილმა უზენაესმა კომისარმა, რის რიჩარდსმა.[14] 1979 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ჰონიარა ჯერ კიდევ პატარა ქალაქი იყო. დედაქალაქში 18 346 ადამიანი ცხოვრობდა: 10 870 მამაკაცი და 7 476 ქალი.[15] 1978 წლის ივლისში ჰონიარა დამოუკიდებელი სოლომონის კუნძულების ახალი დედაქალაქი გახდა.[8]

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი სოლომონის კუნძულების რუკაზე

ჰონიარა მდებარეობს კუნძულ გუადალკანალის აღმოსავლეთი ნაწილის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ქალაქის ფართობია 22 კმ². ქალაქში კლიმატი სუბეკვატორულია, ცხელი და ნოტიო. ტემპერატურა წლის განმავლობაში პრაქტიკულად შეუცვლელია და შეადგენს +25 გრადუსს ცელსიუსით. ცხელი და ნოტიო სეზონი გრძელდება იანვრიდან აპრილის ჩათვლით, როდესაც სოლომონის არქიპელაგზე ბატონობენ ჩრდილო-დასავლეთის მუსონები. აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით შედარებით მშრალი და გრილი ამინდებია, რომელიც განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთი პასატებით. ნალექები წელიწადში მოდის დაახლოებით 2250 მმ. ბუნებრივი მცენარეულობა უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილია ხშირი ტროპიკული ტყეებით და სავანებით. ქალაქის ფარგლებში მოედინება მდინარე მანატიკაუ, რომელიც უერთდება სოლომონის ზღვას.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

National Parliament of Solomon Islands in Honiara

ჰონიარა იყოფა სამ საარჩევნო ოლქად და ეროვნული პარლამენტის 50 წევრიდან სამ წევრს ირჩევენ. ეს ოლქები (აღმოსავლეთ ჰონიარა, ცენტრალური ჰონიარა და დასავლეთ ჰონიარა) ქვეყნის კიდევ სამ სხვა ოლქთან ერთად, იმ ექვს ოლქს შორისაა, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია. აღმოსავლეთ ჰონიარა ერთადერთი ოლქია, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ს აღემატება. სოლომონის კუნძულების 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქალაქის წარმომადგენლები არიან:[16][17]

ოლქი ამომრჩეველი წარმომადგენელი არჩევნები
აღმოსავლეთ ჰონიარის ოლქი 30,049 დაგლას ეტე (სოლომონის კუნძულების დემოკრატიული პარტია) ეროვნული არჩევნები (3 აპრილი, 2019)
ცენტრალური ჰონიარის ოლქი 19,539 ჯონ მოფატ ფუგუი (სოლომონის კუნძულების ერთიანი დემოკრატიული პარტია) ეროვნული არჩევნები (3 აპრილი, 2019)
დასავლეთ ჰონიარის ოლქი 13,128 ნამსონ ტრანი (დამოუკიდებელი კანდიდატი) ეროვნული არჩევნები (3 აპრილი, 2019)

ადმინსტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰონიარის რეგიონი იყოფა შემდეგ ნაწილებად:

  • ნგოსი (10 068)
  • მბუმბურუ (3 625)
  • როვე/ლენგაკიკი (2 646)
  • კრუზი (232)
  • ვავეა (6 954)
  • ვუჰოკესა (1 191)
  • მატანიკო (4 347)
  • კოლაა (10 151)
  • კუკუმი (1 835)
  • ნაჰა (356)
  • ვურა (9 096)
  • პანატინა (14 108)

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The main street of Honiara

ჰონიარა სოლომონის კუნძულების სხვა ნაწილებთან შედარებით ეკონომიკურად უფრო სწრაფად ვითარდება. 1960-1970-იან წლებში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების 2/3 ჰონიარის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩაიდო, იმის მიუხედავად, რომ ამ დროს დედაქალაქში სოლომონის კუნძულების მოსახლეობის 5% ცხოვრობდა.[18] ტულაგის მსგავსად, ქალაქი არსებითად ინდუსტრიალიზაციის შედეგად არ გაზრდილა.[19] ტრევორ სოფილდის თქმით: „მაღაზიები და ცენტრები მთავრობის მოხელეებსა და ექსპატრირებულ ბიზნესმენებს, პლანტატორებსა და ვაჭრებს ემსახურებოდა. ჰონიარა, სხვა ექსკოლონიური ქალაქების მსგავსად, ყოფილი მეტროპოლიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სტრუქტურას ირეკლავს“.[19]

View of Honiara

ჰონიარა სოლომონის კუნძულების მთავარი ტურისტული ცენტრია. ქვეყნის ტურისტული ოფისი, სოლომონის კუნძულების ვიზიტორთა ბიურო ჰონიარის მთავარ გზატკეცილზე, მენდანის გამზირზე მდებარეობს. ბიურო სოლომონის კუნძულების იახტ-კლუბსა და კიტანოს მენდანის სასტუმროს შორის მდებარეობს და კუნძულზე ჩასულ ტურისტებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდის. ჰონიარის ბანკებს შორისაა Westac Bank, ANZ Bank და ეროვნული პარკი.[20] ჰონიარის პორტი როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო გემებს იღებს.[21]

1990-იან წლებში დაწყებული ძალადობის ტალღამ ქვეყნის ტურიზმის სფერო ძალიან დააზარალა, რადგანაც საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციები მოქალაქეებს კუნძულებზე მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ, განსაკუთრებით 2002-2003 წლებში.[22] 1998 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 13 მილიონი $ გამოიმუშავა, ხოლო 1999 წელს მხოლოდ 629 000 $, რაც თითო ვიზიტზე დახარჯულ 254$-ს უდრიდა (დღეში 35$).[22] 1999 წელს ქალაქის ტურიზმმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 4.38% შეადგინა.[22]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც სოლომონის კუნძულების დედაქალაქი, ჰონიარაში მთავარი სამთავრობო შენობებისა და ინსტიტუტების უმრავლესობაა განთავსებული, მათ შორის: ჰონიარის სოლომონის კუნძულების უმაღლესი საგანმანათლებლო კოლეჯი, ჰონიარის საერთაშორისო სკოლა, სამხრეთ წყნარი ოკეანის სოლომონის კუნძულების უნივერსიტეტი ჰონიარის სოლომონის კუნძულების პორტთა ხელმძღვანელობა და სხვა. ეს ინსტიტუტები სოლომონის კუნძულების საზღვაო გამოკვლევებში არიან ჩართული.[23] ჰონიარაში ფუნქციონირებს სოფლიოს მეურნეობისა და მიწების სამინისტროს დოდო კრიკის კვლევითი სადგური.[24] კუნძულის სავაჭრო აქტივობებეის ცენტრი ჰონიარის ცენტრალური ბაზარია, რომელიც სხვადასხვა საქონლით მოვაჭრე სადგომებს მოიცავს. მდინარე მატანიკოს აღმოსავლეთ პირში პლაჟი და წყალმარჩხია, სადაც 1942 წლის 23 ოქტომბერს ამერიკული არტილერიის მიერ ჩაძირული იაპონური ხომალდის ნახვაა შესაძლებელი. პლაჟის უკან ლორდ ჰოუს დასახლებაა, რომელიც მეტწილად ონტონგ-იავას ატოლიდან დასავლეთ პროვინციებში წამოსული პოლინეზიელებითაა დასახლებული.[5] დედაქალაქის ერთ-ერთ ნაწილს, Chinatown-ს „აზიურ ველურ დასავლეთს“ უწოდებენ.[5]

ჰონიარის საბავშვო პარკი ჰონიარის გალამაზების კომიტეტის დაქვემდებარებაშია. პარკი ერთადერთი საბავშვო-სარეკლრეაციო ადგილია დედაქალაქში და ჰონიარის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. კვლევების თანახმად, პარკი საფრთხის ქვეშაა და სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვა სჭირდება. ჩანაწერების მიხედვით ეროზიის მაჩვენებელი 6-8 მეტრია. ეროზიის შეჩერება შემაკავებელი კედლის აგებითაა შესაძლებელი.[25]

ომის მეომორიალი და მშვიდობის პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარლამენტი და მთავრობის სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკები და წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საავადმყოფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასტუმროები და რესტორნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Lawson Tama Stadium

ჰონიარაში სამი მთავარი სტადიონია, რომელთა შორის ყველაზე დიდი ლაუსონ ტამის სტადიონია, სოლომონის კუნძულების ეროვნული სტადიონი.[26] სტადიონი FIFA-ს დაფინანსებით აშენდა ერთ-ერთ ბორცვზე და 10 000 ადამიანს იტევს.[27][28] სტადიონმა 2012 წლის ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის ერთა თასს უმასპინძლა. სოლომონის კუნძულების სუპერ ლიგის გამრჯვებულები Koloale-ს საფეხბურთო კლუბი და საფეხბურთო კლუბი სოლომონის კუნძულები დედაქალაქოს კლუბები არიან.[29]

View of Honiara and the boats.

ჰონიარაში პოპულარლია იახტებით შეჯიბრი. ნავსადგურში პოინტ კრუზის იახტ-კლუბია განთავსებული.[30] ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მეფე ჯორჯ VI-ის სკოლასთან ახლოს ჰონიარის გოლფის კლუბია განთავსებული. 1960-იანი წლების ბოლოს 18 და 11 ხვრელიანი გოლფის მოედნები მოეწყო.[30][31][32] ქალაქში ფუნქციონირებს კრივის, რაგბის, კალათბურთის, ნეტბოლისა და ფრენბურთის კლუბები.[26] ნეტბოლის გოგონათა ლიგები ორგანიზებულია როგორც დედაქალაქში, ისე მახლობელ დიდ სოფლებში.[33]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კუკუმის მაგისტრალზეა გაშენებული და ჰონიარის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება. ჰენდერსონის ველი 1969 წელს ხელახლა ამოქმედდა, როგორც ქვეყნის უდიდესი აეროპორტი. ჰონიარაში სახელმწიფო საჰაერო კომპანია Solomon Airlines ფუნქციონირებს.

სოლომონის კუნძულების მთავარი ნავსადგურია პოინტ-კრუზი, სადაც როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კომპანიები ფუნქციონირებენ..[34] 26 საათიანი სანაოსნო ტური გიზოსკენ წყნარი ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ტურად ითვლება.[35]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Room 2006, p. 168.
  2. 2.0 2.1 Kupiainen 2000, pp. 128–134.
  3. Degan 2003, p. 125.
  4. Isom 2007, p. 253.
  5. 5.0 5.1 5.2 Stanley 2000, p. 873.
  6. Williams 2004, p. 36.
  7. Hargis 2012, p. 21.
  8. 8.0 8.1 Stanley 2004, p. 970. sfn error: multiple targets (2×): CITEREFStanley2004 (help)
  9. McKinnon, Carillet & Starnes 2008, p. 258.
  10. Gina 2003, p. 48.
  11. 11.0 11.1 Kiste 1998, p. 26.
  12. Arends, Selbach & Cardoso 2009, p. 51.
  13. Kortmann & Schneider, p. 692.
  14. Treadaway 2007, p. 10.
  15. Lemps 1984, p. 66.
  16. Constituencies and their Members of Parliament. National Parliament of Solomon Islands. ციტირების თარიღი: 22 September 2012.
  17. Listing of Members of Parliament by Political Parties. National Parliament of Solomon Islands. ციტირების თარიღი: 22 September 2012.
  18. Bennett 1987, p. 326.
  19. 19.0 19.1 Sofield 2003, p. 194.
  20. Stanley 2004. sfn error: multiple targets (2×): CITEREFStanley2004 (help)
  21. Honiara Port. Solomon Islands Ports Authority (SIPA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 August 2013.
  22. 22.0 22.1 22.2 Cooper & Hall 2005, p. 253.
  23. Hunnam, Peter (2001). Marine resource management and conservation planning: Bismarck-Solomon Seas ecoregion : Papua New Guinea, Solomon Islands. World Wide Fund for Nature. ციტირების თარიღი: 22 September 2012. 
  24. Elevitch 2006, p. 240.
  25. Effects of rising sea levels at Children's Park – Honiara, Solomon Islands. usp.ac.fj (12 November 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 24 September 2012.
  26. 26.0 26.1 Honan, Mark; Harcombe, David (1997) Solomon Islands. Lonely Planet, გვ. 73. ISBN 978-0-86442-405-1. ციტირების თარიღი: 25 September 2012. 
  27. (2004) Islands Business. Islands Business International, გვ. 20. ციტირების თარიღი: 25 September 2012. 
  28. (1994) Pacific islands monthly: PIM.. Pacific Publications. ციტირების თარიღი: 25 September 2012. 
  29. Solomon Islands-List of Champions. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  30. 30.0 30.1 Stanley 2000, p. 875.
  31. Golf. Visitsolomons.com. ციტირების თარიღი: 25 September 2012.
  32. (1968) Pacific Islands Monthly. Pacific Publications., გვ. 43. ციტირების თარიღი: 25 September 2012. 
  33. Office 1976, p. 121.
  34. Getting there & away. lonelyplanet.com. ციტირების თარიღი: 24 September 2012.
  35. Stanley 2004, p. 999. sfn error: multiple targets (2×): CITEREFStanley2004 (help)