კერმადეკის ღარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კერმადეკის ღარი (ინგლ. Kermadec Trench) — ღრმა ზღვის ღარი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ცნობილია თავისი ძალზე ციცაბო კალთებით. ჩრდილოეთით უერთდება ტონგის ღარს. კერმადეკის ღარი ვრცელდება კუნძულ კერმადეკის აღმოსავლეთ ძირთან თითქმის მერიდიანული მიმართულებით. სიგრძე დაახლოებით 1200 კმ. მაქსიმალური სიღრმე 10047 მ. აღმოაჩინა ბრიტანულმა ექსპედიციამ 1889 წელს. მაქსიმალური სიღრმე გაზომილი იქნა 1958 წელს საბჭოთა სამეცნიერო-კვლევითი გემის — „ვიტიაზის“ მიერ.[1] 2012 წელს ღარის ყველაზე დაბალ ნაწილში მკვლევარებმა აღმოაჩინეს Alicella-ს გიგანტური სახეობა, რომლის სხეულის სიგრძე 34 სმ აღწევს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კერმადეკის ღარი - დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-07. ციტირების თარიღი: 2012-10-26.
  2. Morelle, R.. (2012-02-02) 'Supergiant' crustacean found in deepest ocean. BBC. ციტირების თარიღი: 2012-02-04.