თუთისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუთისებრნი
Castilla elastica
Castilla elastica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: თუთისებრნი
ლათინური სახელი
Moraceae

თუთისებრნი (Moraceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები და ბუჩქებია, იშვიათად ბალახი. თითქმის ყველა შეიცავს რძეწვენს. აქვთ მეტწილად ერთსქესიანი, ერთ- ან ორსახლიანი ყვავილები, რომლებიც თავთავისებრ ან ქოლგისებრ ყვავილებად არის თავმოყრილი. ყვავილსაფარი 4 შეზრდილი ან თავისუფალი ჯამის ფოთლისაგან შედგება, ზოგჯერ სრულიად არ არის. ნაყოფი კაკლუჭა ან კურკიანაა, ხშირად ურთიერთშეზრდილია ნაყოფედად. ოჯახი აერთიანებს 85-მდე გვარის 1500-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ძირითადად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. თუთისებრთა ოჯახიდან საქართველოში ველურად იზრდება ლეღვი, კულტივირებულია თუთა, მაკლურა და სხვა. თუთისებრთა შორის ბევრია სამეურნეო მნიშვნელობის მცენარე; თუთის, ლეღვისა და პურის ხის ნაყოფი იჭმება; რძის ხის ნოყიერ და მოტკბო რძეწვენს სვამენ; თუთის ფოთოლიაბრეშუმის ჭიის თითქმის ერთადერთი საკვებია; ოჯახი მოიცავს კაუჩუკისშემცველ (Ficus elastica და Castilloa-ს გვარის სახეობები), ძვირფასმერქნიან (ბრუსონეცია, მაკლურა და სხვა) და შხამიან (ანჩარი) მცენარეებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 6-7, თბ., 1980