ნატრიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატრიუმი
11Na
22.989
3s1
ნატრიუმი, 11Na
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო-თეთრი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Na)
22.98976928±0.00000002
22.989±0.001 (დამრგვალებული)
ნატრიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Li

Na

K
ნეონინატრიუმიმაგნიუმი
ატომური ნომერი (Z) 11
ჯგუფი 1 ჯგუფი (ტუტე ლითონები)
პერიოდი 3 პერიოდი
ბლოკი s-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Ne] 3s1
ელექტრონი გარსზე 2, 8, 1
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
97.794 °C ​(370.944 K, ​​208.029 °F)
დუღილის
ტემპერატურა
882.940 °C ​(1156.090 K, ​​1621.292 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 0.968 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 0.927 გ/სმ3
კრიტიკული წერტილი 2573 K, 35 მპა
დნობის კუთ. სითბო 2.60 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 97.42 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 28.230 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 554 617 697 802 946 1153
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი −1, +1
ელექტროდული პოტენციალი 2.71
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 0.93
იონიზაციის ენერგია
  • 1: 495.8 კჯ/მოლ
  • 2: 4562 კჯ/მოლ
  • 3: 6910.3 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 190 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 166±9 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
97(+1e) პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 227 პმ
მოლური მოცულობა 23.7 სმ3/მოლი

ნატრიუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
მესრის სტრუქტურა კუბური მოცულობაცენტრირებული
მესრის პერიოდი 4.230 Å
ბგერის სიჩქარე 3200 მ/წმ (20 °C)
თერმული გაფართოება 71 µმ/(მ·K) (25 °C)
ხვედრითი თბოტევადობა 28.23 /(K·მოლ)
თბოგამტარობა 142 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა +16.0·10−6 სმ3/მოლ
იუნგას მოდული 10 გპა
წანაცვლების მოდული 3.3 გპა
დრეკადობის მოდული 6.3 გპა
მოოსის მეთოდი 0.5
ბრინელის მეთოდი 0.69 მპა
CAS ნომერი 7440-23-5
ისტორია
აღმომჩენია ჰამფრი დეივი (1807)
ნატრიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
22Na კვალი 2.6019 წ β+ 22Ne
23Na 100% სტაბილური
24Na კვალი 14.9560 სთ β 24Mg

ნატრიუმი[1][2] (ლათ. Natrium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მესამე პერიოდის, პირველი ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, Iა) ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერია — 11, ატომური მასა — 22.989. დაჟანგვის რიცხვი — 1, მუხლი (+).

მეტალური ნატრიუმი პირველად მიღებულ იქნა ჰემფრი დეივის მიერ 1807 წ. ნატრიუმის ჰიდროქსიდის გამლღვალი მასის ელექტროლიზით. მისი სახელწოდება წარმოქმნილია არაბული სიტყვეის "ნატრონ"-იდან და ბერძნული სიტყვიდან "ნიტრონ"-იდან, რაც სოდას ნიშნავს.

იზოტოპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტანდარტული ატომური მასა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატრიუმის სტანდარტული ატომური მასად მიღებულია — 22,989, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად. ბუნებაში არსებობს ნატრიუმის მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპი (23Na), რომლის ატომური მასაც შეადგენს 22,9897692809.

ბუნებაში გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატრიუმი როგორც აქტიური ლითონი ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება, იგი ნაერთების სახითაა ბუნებაში. ნატრიუმის ნაერთები მრავლად არის გავრცელებული ბუნებაში. ნატრიუმის შემცველობა დედამიწაზე შეადგენს 2,64 წონით %-ს.

მეტალური ნატრიუმის მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტალურ ნატრიუმს იღებენ ნატრიუმის ჰიდროქსიდის ან ნატრიუმის ქლორიდის გამლღვალი მასის ელექტროლიზით.

განვიხილოთ ნატრიუმის მიღება გამლღვალი ნატრიუმის ჰიდროქსიდის ელექტროლიზით. ნატრიუმის ჰიდროქსიდის ელექტროლიზი მიმდინარეობს შემდეგი სქემით:

2NaOH<―>2Na++2OH-
კათოდზე 2Na†+2e―>2Na
ანოდზე 2OH‾-2e―>H2O+1/2O2

კათოდზე ნატრიუმთან ერთად ადგილი აქვს თავისუფალი წყალბადის გამოყოფას:

2HOH<―>2H†+2OH
კათოდზე 2H†+2e―>2H―> H2

ნატრიუმის ჰიდროქსიდიდან ნატრიუმის ელექტროლიზით მიღების ელექტროლიზორის სქემა წარმოადგენს რკინის ჭურჭელს. კათოდად გამოყენებულია გრაფიტის ან რკინის ღეროები, ანოდად გამოყენებულია ნიკელი ან რკინის ცილინდრი. კათოდის გარემო ანოდის გარემოსაგან გამოყოფილია ცილინდრის ფორმის ბადით. მის ზედა ნაწილში გროვდება მეტალური ნატრიუმი. ელექტროლიზს ატარებენ 320 °C- ზე.

მეტალური ნატრიუმი შეიძლება მივიღოთ იმავე ხელსაწყოს გამოყენებით ნატრიუმის ქლორიდის გამლღვალი მასის ელექტროლიზით, მხოლოდ კათოდად იყენებენ სპილენძის ღეროს. მეტალური ნატრიუმი ინახება ჰაერთან შეხების გარეშე, მეტწილად ნავთში. მეტალური ნატრიუმი შეიძლება მივიღოთ აგრეთვე ჟანგვა-აღდგენის რეაქციით. მაგალითად, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ან ნატრიუმის კარბონატის ნახშირით აღდგენისას წყალბადის გარემოში, ან კიდევ ვაკუუმში.

2NaOH+C―>2Na+CO+H2O
Na2CO3+2C―>2Na+3CO
2Na2CO3+3Fe―>4Na+Fe3O4+2CO

აღდგენა მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე რკინის რეტორტაში, ნატრიუმის ორთქლის კონდენსაციას ახდენენ პეტროლეინის ეთერში გატარებით. მიღებული ტექნიკური ნატრიუმის გასუფთავებას ახდენენ ვაკუუმში ან ინერტული გაზის ატმოსფეროში გადადენით.

ნატრიუმის ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატრიუმი ბრჭყვიალა ვერცხლისფერი, რბილი ლითონია. ადვილად იჭრება დანით, პარამაგნიტურია, მსუბუქია, d=0,971 გ/სმ³ წელვადი, დნობის დაბალი ტემპერატურის, tდნ=97.7 °C, tდუღ=883 °C. კარგად ატარებს ელექტროდენს, აქვს მოცულობაცენტრირებული კუბური მესერი.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია ნატრიუმის შენადნობები ზოგიერთ მეტალთან, როგორიცაა: ვერცხლისწყალი, ტყვია, კალა, ალუმინი და ყველა ტუტე ლითონთან.

მეტალური ნატრიუმი აქტიური მეტალია ჟანგბადის, წყალბადის, ჰალოგენების, გოგირდის, სელენის, ტელურის, ფოსფორის, დარიშხანის და სხვა ელემენტების მიმართ და ადვილად შედის რეაქციაში.

ნატრიუმის ემისიური ანალიზით განსაზღვრა ალის ყვითელი ფერით სპექტრის ნატრიუმის D-ხაზებით, დუბლეტი 588,9950 და 589,5924 ნმ.

ნატრიუმი, განსხვავებით კალიუმისა და რუბიდიუმისაგან, ჰაერზე გახურებით ისე ლღვება, რომ არ განიცდის აალებას. ჟანგბადში გახურებისას წარმოიქმნება ნატრიუმის ოქსიდი და პეროქსიდი -Na2O, Na2O2. ჰაერზე გახურებისას დუღილის ტემპერატურამდე (883 °C) ნატრიუმი იწვის ყვითელი ალის წარმოქმნით, ნატრიუმის ეს თვისება საფუძვლად უდევს ნატრიუმის ემისიურ ანალიზს.

  • ნატრიუმი, როგორც აქტიური მეტალი ენერგიულად შედის წყალთან რეაქციაში:
2Na+2H2O―>2NaOH+H2
C2H5OH+Na―>C2H5ON+1/2H2

ნატრიუმის ჰალოგენიდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NaHaI მიიღება ნატრიუმისა და ჰალოგენების უშუალოდ ურთიერთ მოქმედებით, ჩანაცვლების, მიმოცვლის რეაქციებით და სხვა.

Na+1/2F2―>NaF
2Na+2HF―>2NaF+H2

ცნობილი ნატრიუმის მჟავა NaHF2 ფტორიდი მიიღება:

NaF+HF―>NaHF2

იმავე ხერხით მიიღება ნატრიუმის სხვა ჰალოიდნაერთები.

Na+1/2Cl2 <—NaCl
2Na+2HCl=2NaCl+H2

ხსნარიდან ნატრიუმის ქლორიდი შეიძლება გამოვყოთ, როგორც ხსნარის აორთქლებით, ისე მასში HCl გატარებით, წყლის და ჭარბი რაოდენობის HCl გამოცილებისათვის, მას ალღობენ პლატინის ტიგელში.

ნატრიუმის ქლორიდი იონური მესერის მქონე კრისტალური ნივთიერეებაა, რომელიც წარმოქმნის გვერდცენტრირებულ კუბურ კრისტალებს.

Na+1/2Br2―>NaBr
FeBr2+Na2CO3―>2NaBr+FeCO3

ნატრიუმის ბრომიდი წარმოადგენს გამჭვირვალე კუბური ფორმის კრისტალებს, d=3,205 გრ/სმ3, tლღ=755 °C. tლღ=1392 °C, კარგად იხსნება წყალში, ორგანულ გამხსნელეში—ძნელად.

FeI2•2FeI3+4Na2CO2―>8NaI+Fe3O4+4CO2

ნატრიუმის იოდიდი გამჭვირვალე უფერო კუბური ფორმის კრისტალებია d=3,667 გრ/სმ³, tლღ=654 °C, tდნ=1304 °C, იხსნება წყალსა და სპირტში, ცნობილია აგრეთვე ნატრიუმის პოლიიოდიდები - NaI2, NaI3.

  • ნატრიუმის ჰიპოქლორიტი. (ქვექლოროვანი მჟავას ნატრიუმის მარილი) NaOCl მიიღება სხვა მარილებთან ერთად, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ცივ განზავებულ ხსნარში ქლორის გატარებით და აგრეთვე ქვექლოროვანი მჟავას ნატრიუმის კარბონატზე მოქმედებით:
2NaOH+Cl2―>NaCl+NaOCl+H2O
6NaOH+3Cl2―>NaClO3+5NaCl+3H2O

ნატრიუმის ქლორატი უფერო კუბური ფორმის კრისტალური ნივთიერებაა d=2,45 გ/სმ³, ლღვება 261 გრადუსზე, კარგად იხსნება წყალში, სპირტში და სხვა გამხსნელებში.

ნატრიუმის არაორგანული ნაერთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Na+1/2H2―>NaH+14,4 კკალ/მ

ან

Na2O+2H2―>2NaH+ H2O რეაქცია მიმდინარეობს 200 °C-ზე. ნატრიუმის ჰიდრიდი, რომელშიც წყალბადი დამუხტულია უარყოფითად უფრო კუბური კრისტალებია. NaCl-დის კრისტალური მესრით (Na-H r=2,44A, d=1,38 გ/სმ³

NaH წყალში განიცდის ჰიდროლიზს ნატრიუმის ტუტისა და წყალბადის გამოყოფით, ურთიერთქმედებს სპირტთან და ამიაკთან:

2NaH+2H2O―>2NaOH+2H2

ნატრიუმის ოქსიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NaNO3+5Na―>3Na2+1/2N2Na2O თეთრი ფერის კუბური კრისტალებია, d=2,27 გ/სმ³ გადადენის t=1275 °C.
2Na+O2―>Na2O2+ 119,2 კკალ/მ

ნატრიუმის პეროქსიდი გამჭვირვალე-მოყვითალო ფერის მიკროკრისთალური ნივთიერებაა, d=2,8 ცგ/სმ³. ნატრიუმის და სხვა მეტალების პეროქსიდები შეიცავენ ჟანგბადის მოლეკულის იონს.

ნატრიუმის ჰიდროქსიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2Na+2H2O―>2NaOH+H2
Na2O+H2O―>2NaOH

ნატრიუმის ჰიდროქსიდი თეთრი ფერის, ძლიერ ჰიდროსკოპიული ნივთიერებაა (d=2,13 გ/სმ³, tლღ=318,5 °C, tდუღ=1300 °C). NaOH-ში ლითიუმის ჰიდროქსიდისაგან განსხვავებით გადაიდენება და ორთქლის მდგომარეობაში გადადის დაუშლელად, ის შლის ქსოვილებს, ტყავს, ქაღალდს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს, კარგად იხსნება წყალში, სპირტში და სხვა გამხსნელებში.

ნატრიუმის მარილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნატრიუმის სულფიდი Na2S მიიღება ნატრიუმის სულფატის ნახშირთან მაღალ (900 °C) ტემპერატურაზე გახურებით:
Na2SO4+4C―>Na2S+4CO 500 °C

ნატრიუმის სულფიდი თეთრი ამორფული ან კრისტალური ნივთიერებაა, მისი სიმკვრივე d=1,86 გ/სმ³, tლღ=920 °C, ცნობილია აგრეთვე ნატრიუმის პოლისულფიდის კრისტალოჰიდრატები, როგორიცაა: Na2S2•5H2O; Na2S3•8H2O: Na2Sx•nH2O.

Na+H2S<―NaHS+1/2H2
Na2S+H2O―>NaHS+NaOH

ნატრიუმის ბისულფიდი წარმოქმნის თეთრი ფერის კუბურ კრისტალებს, რომლის tლღ=350 °C კარგად იხსნება წყალსა და სპირტში.

Na2CO3+2SO2+H2O―>2NaHSO3+CO2 ჰაერზე Na2SO3•7H2O ადვილად კარგავს კრისტალიზაციურ წყალს და დაჟანგვის შედეგად გადადის სულფატში.

NaOH+SO2=NaHSO3
Na2SO3+H2O=NaHSO3+NaOH
  • ნატრიუმის თიოსულფატი Na2S2O3 მიიღება გოგირდის ფხვნილის Na2SO3 წყალხსნარზე მოქმედებით ან ნატრიუმის სულფიდის SO2-თან მოქმედებით:
Na2SO3+S=Na2S2O3
2Na2S+3SO2=2Na2S2O3+S
  • ნატრიუმის სულფატი Na2SO4- ბუნებაში გვხვდება მინერალი ტონარდიტის Na2SO4 მირაბილიტის Na2So4*10H2O, გლაუბერიტის Na2So4*MgSO4*4H2O და სხვა მარილის სახით. ნატრიუმის სულფატი გამოყენებას პოულობს მედიცინასა და საფეიქრო მრეწველობაში. სოდის, მინის, ულტრამარინის წარმოებაში.
  • ნატრიუმის ნიტრიდი Na3N იღებენ გახურებული მეტალური ნატრიუმის ზედაპირზე ამიაკის გატარებით. ნატრიუმის ნიტრიდი მუქი მყარი კრისტალური ნივთიერებაა, წყალთან შედის რეაქციაში:
Na3N+3H2O=3NaOH+NaH3
NO+NO2+Na2CO3=2NaNO2+CO2

კუბური კრისტალებია, კარგად იხსნება წყალში, სპირტში და სხვა გამხსნელებში.

  • ნატრიუმის ნიტრატი HNO3 შეიდძლება მივიღოთ ნატრიუმის ჰიდროქსიდთან ან კარბონატთან ურთიერთქმედებით:
HNO3+NaOH=NaNO3+H2O

ნატრიუმის ნიტრატის წყალხსნარის აორთქლებით მიიღება თეთრი ფერის, რომბოედრული ან ტრიგონალური კრისტალური ნატრიუმის ნიტრატი, რომლის სიმკვრივე d=2,26 გ/სმ³, ლღობის ტემპერატურა tლღ=306,8 °C, კარგად იხსნება წყალში.

  • ნატრიუმის ამიდი NaNH2 მიიღება 350 °C ტემპერატურაზე გახურებული ნატრიუნის ზედაპირზე გაზურ მდგომარეობაშიო მყოფი ამიაკის გატარებით:
Na+CH3=NaNHO+1/2H2+20,36 კკალ/მოლი.

ნატრიუმის ამიდი მომწვანო ყვითელი მყარი ნივთიერებაა, 210 °C ლღობის ტემპერატურით, დუღს 4400 °C-ზე, კარგად იხსნება ამიაკში, იხსნება წყლის ან სპირტის მოქმედებით. ნატრიუმის ამიდი ნახშირბადით 800 °C-ზე აღდგენით მიიგება: NaNH2+C=NaCN+H2 ნატრიუმის ციანიდი ძირითადად ამ მიზნისათვის პოულობს გამოყენებას.

  • ნატრიუმის ფოსფიდი Na3P მიიღება მეტალური ნატრიუმის ელემენტურ ფოსფორთან 400 °C-ზე ვაკუუმში გახურებით. Na3P წითელი მყარი ნივთიერებაა, ადვილად შედის წყალთან რეაქციაში.
  • ნატრიუმის ფოსფატი Na3PO4 მიიღება ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და ორთოფოსფორმჟავას ურთიერთქმედებით. იმისდა მიხედვით თუ რა სტექიომეტრული თანაფარდობით გვაქვს აღებული ტუტე და მჟავა მიიღება ერთ-ორ-სამჩანაცვლებული ნატრიუმის ფოსფორმჟავა მარილები: NaH2O4, Na2HPOH4 და Na3PO4. ორთოფოსფორმჟავას მარილების წყალხსნარების აორთქლებით მიიღება თეთრი ფერის უწყლო ან კირსტალოჰიდრატული მარილები.
  • ნატრიუმის პიროფოსფატი Na4P2O7 მიიღება ორჩანაცვლებული ნატრიუმის ფოსფატის (Na2HPO4) 232 °C-ზე გახურებით:
2Na2HPO4=Na4P2O7+H2O
  • ნატრიუმის კარბონატი Na2CO3 (სოდა) ბუნებაში სოდა მოიპოვება ნატრიუმის კარბონატთან ერთად ზოგიერთ ტბაში და მის ტბის წყლის აორთქლებით იღებენ. გამოიყოფა Na2CO3*NaHCO3*2H2O ან Na2CO3*2NaHCO3*2H2O-ს სახით.
  • ნატრიუმის მეტასილიკატი Na2SiO3 (ხსნადი მინა) მიიღება ნატრიუმის კარბონატისა და სილიციუმის დიოქსიდის მაღალ ტემპერატურაზე (1100 °C) შეცხობით:
Na2CO3+SiO2=Na2SiO3+CO2-24,7 კალ/მოლი
Na2SiO3 - უფერო მონოკლინური კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც კარგად იხსნება წყალში, მას ხსნად მინას უწოდებენ, ნატრიუმის მეტასილიკატი გამოიყენება სხვადასხვა სილიკატების მისაღებად, როგორც მინის საგოზი, ფაიფურის მრეწველობაში.

ცნობილია, აგრეთვე, ნატრიუმის სხვა ელემენტებთან ნაერთები, როგორიცაა: ნატრიუმის ტეტრაბორატი Na2B4O7, ორგანული ნაერთები და სხვა.

ნატრიუმის გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეტალური ნატრიუმი ფართოდ გამოიყენება როგორც აღმდგენელი სხვადასხვა მეტალების მისაღებად მათი ჰალოგენებიდან, სულფიდიდან, ოქსიდიდან და სხვა ნაეთებიდან. ის გამოიყენება ზოგიერთი ორგანული ნაერთის გაუწყლოებისათვის. ცნობილია ნატრიუმის შენადნობები რიგ მეტალებთან, როგორებიცაა: NaK, NaPb, NaHg, NaSe, ნატრიუმის ნართები Na2O2, Na2O, NaCN, NaNH2 გამოიყენება როგორც მონოქრომატული სინათლის წყარო ფოტოელექტრულ ელემენტებში.
  • ნატრიუმის პეროქსიდი ფართოდ გამოიყენება ჰაერის გასუფთავებისას და რეგენერაციისათვის,
Na2O2

ხელოვნურად სასუნთქავ აპარატებში

Na2O2+CO2―>Na2CO3+1/2O2
  • ნატრიუმი-კალიუმის შენადნობი გამოიყენება მაღალი ტემპერატურის გასაზომი თერმომეტრების დასამზადებლად და ურანის ელემენტებში როგორც სითბოს გადამტანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 141
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 328.