შინაარსზე გადასვლა

ავარუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ავარუა
ინგლ. Avarua

კუნძულ რაროტონგას რუკა
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის სამეფო კუკის კუნძულები
კოორდინატები 21°12′00″ ს. გ. 159°46′00″ დ. გ. / 21.20000° ს. გ. 159.76667° დ. გ. / -21.20000; -159.76667
ფართობი 28 კმ²
ცენტრის სიმაღლე 653 მეტრი
მოსახლეობა 5113 კაცი (2021)
სიმჭიდროვე 182,61 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-10
სატელეფონო კოდი +682
ოფიციალური საიტი http://cook-islands.gov.ck
ავარუა — ახალი ზელანდია
ავარუა

ავარუა (ინგლ. Avarua) — ახალ ზელანდიასთან თავისუფალ ასოციაციაში მყოფი კუკის კუნძულების დედაქალაქი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ რაროტონგას ჩრდილოეთ სანაპირო ზოლში.

ავარუას მოსახლეობის რაოდენობა 2021 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით შეადგენს 5113 ადამიანს[1], რაც ცოტათი მეტია კუკის კუნძულების მთლიანი მოსახლეობის მესამედზე (14 987 ად.).

ავარუაში არის საზღვაო პორტი, საიდანაც ხორციელდება კოპრის, მარგალიტების და ხილის ექსპორტი. აქვე მდებარეობს ქვეყნის მთავარი აეროპორტიც. ქალაქში არის უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკა.

2005 წლის თებერვალში კუნძულს ტროპიკული ციკლონი დაატყდა, რამაც ავარუას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა[2].

  1. Cook Islands. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 1 June 2025
  2. Geoff Mackley - Cyclone Meena Rarotonga. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-09. ციტირების თარიღი: 2014-05-26.