შინაარსზე გადასვლა

ჰანგა-როა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღდგომის კუნძულის რუკა
ქალაქი
ჰანგა-როა
ესპ. Hanga Roa
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
რეგიონი ვალპარაისო
პროვინცია აღდგომის კუნძული
კოორდინატები 27°08′57″ ს. გ. 109°25′56″ დ. გ. / 27.14924389° ს. გ. 109.43232306° დ. გ. / -27.14924389; -109.43232306
დაარსდა 9 სექტემბერი, 1888
ფართობი 12.71 კმ²
ცენტრის სიმაღლე 41 მეტრი
მოსახლეობა 7 163 (2017)[1]
სასაათო სარტყელი UTC−6

ჰანგა-როა (ესპ. Hanga Roa) — ჩილეს პროვინციის, აღდგომის კუნძულის მთავარი ქალაქი, ნავსადგური და პროვინციული დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროს სამხრეთ ნაწილში, ჩამქრალი ვულკანების — ტერევაკასა და რანო-კაუს შორის დაბლობში.

2002 წლის აღწერის მიხედვით, მისი მოსახლეობა 3 304 ადამიანს შეადგენს, რაც მთელი კუნძულის მოსახლეობის 87%-ია. XX საუკუნის უმეტეს ნაწილში, დარჩენილი კუნძული იჯარით იყო გაცემული უილიამსონ-ბალფურის კომპანიაზე და რჩებოდა დახურულად ადგილობრივი რაპანუის მოსახლეიბისთვის. 1914 წელს, ჰანგა-როას მოსახლეობა მხოლოდ 250 ადამიანი იყო, კუნძულის დანარჩენ ნაწილში კი დიდი რაოდენობით ცხვარი იყო მოშენებული.

ქალაქის გულია მისი მთავარი გამზირი — ავენიდა ატამუ ტეკენა (ყოფილი ავენიდა პოლიკარპო ტორო). ამ გზის გასწვრივ განლაგებულია მრავალი მაღაზია, სასტუმრო, რესტორანი, კუნძულის ერთადერთი სუპერმარკეტი და აფთიაქი. გამზირს დღევანდელი სახელი 1998 წელს ეწოდა მეცხრამეტე საუკუნის ადგილობრივი გმირის — ატამუ ტე კენას პატივსაცემად. მანამდე ის ჩილელი საზღვაო ოფიცრის, პოლიკარპო ტოროს სახელს ატარებდა, რომელმაც 1888 წელს კუნძულის ანექსია მოახდინა და ის ჩილეს შეუერთა.[2] ქალაქის ცენტრში მდებარეობს კუნძულის მუზეუმი და კათოლიკური ეკლესია. ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც ჩილეს მთავრობამ შეიყვანა ინტერნეტი და გააფართოვა საკომუნიკაციო სერვისი, გამოჩნდა ბევრი ინტერნეტ-კაფე და რამდენიმე ბანკომატი (ATM).

ქალაქს გააჩნია მრავალფუნქციურ სტადიონი, ესტადიო დე ჰანგა-როა, რომელიც აღდგომის კუნძულის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მშობლიურ არენას წარმოადგენს.

ჰანგა-როაში მრავალი სასტუმრო და საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომლებიც ემსახურებიან კუნძულის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, განსაკუთრებით მოაის (ქანდაკებების) სანახავად ჩამოსულ ტურისტებს. ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებში მრავალი შთამბეჭდავი მოაია, მათ შორისაა ყველაზე დიდები მთელს კუნძულზე.

სასტუმროების ხასრისი მერყეობს დაწყებული 600 საწოლიანი ტევადობის მდიდრული სასტუმროებიდან, დამთავრებული პატარა ჰოსტელებით. ფასები კი $60 - $800 კაცზე.[3]

გარდა ტურიზმისა, ქალაქის სხვა საქმიანობის სფეროებს წარმოადგენს მეთევზეობა, ფერმერული მეურნეობა და ადმინისტრაციული მმართველობა.

ქალაქს და მთელს კუნძულს ემსახურება ერთადერთი, მატავერის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ფრენებს ახორციელებს ჩილეს ეროვნული ავიაკომპანი LAN Airlines-ი. ავიაკომპანია მგზავრებს სთავაზობს პირდაპირ რეისებს სანტიაგოს, პაპეეტეს (ტაიტი) და ლიმას მიმართულებით.

იქიდან გამომდინარე, რომ ჰანგა-როას გააჩნია თევზის რეწვის მცირე ინდუსტრია, მის ნავსადგურს აქვს სავაჭრო გადაზიდვების სერვისი ჩილეს ქალაქ ვალპარაისოსთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2017 Chile census
  2. Steven R Fischer The island at the end of the world. Reaktion Books 2005 ISBN1 86189 282 9 გვ. 248
  3. Easter Island article დაარქივებული 2017-06-03 საიტზე Wayback Machine. in Letsgochile.com