კინგმენის რიფი
| მშობ. სახელი: ინგლ. Kingman Reef | |
|---|---|
|
კინგმენის რიფის რუკა | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | 6°23′00″ ჩ. გ. 162°25′00″ დ. გ. / 6.38333° ჩ. გ. 162.41667° დ. გ. |
| ფართობი | 0,01 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 1 მ |
| ქვეყანა | |
| აშშ-ის ტერიტორიები | კინგმენის რიფი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 0 (2014) |
კინგმენის რიფი (ინგლ. Kingman Reef) — არაინკორპორირებული არაორგანიზებული სტატუსის (ინგლ. unincorporated and unorganized territory) მქონე ამერიკის შეერთებული შტატების დაუსახლებელი ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა) წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. საერთო ფართობი — 76 კმ², მათ შორის ხმელეთის — 1,2 ჰა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯნის რიფი მდებარეობს 1600 კმ-ში სამხრეთით ჰავაის კუნძულებიდან და 67 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით — პალმირას ატოლიდან. ეს ყველაზე ჩრდილოეთი კუნძულია ლაინის კუნძულებში.
ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან დაახლოებით ერთი მეტრია. ზოგჯერ მოქცევის დროს რიფი მთლიანად იფარება წყლით.
კინგმენის რიფი კიდევ იმითაა აღსანიშნავი, რომ მასზე არსებობს მარჯნის დაახლოებით 200 სახეობა, ასევე დიდი რაოდენობით გიგანტური მოლუსკები, რაც არ არსებობს არც ერთ სხვა რიფზე. ამ რიფის მთელი სახმელეთო ნაწილი დაფარულია ამ მოლუსკების ნიჟარებით — რომელთა მეშვეობით ის ხდება ცოტათი მაღალი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი ეწოდა ამერიკელი უ. კინგმენის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა აღწერა რიფი 1853 წელს. ანექსირებულია აშშ-ის მიერ 1922 წელს. 1930-იანი წლების ბოლოს რიფის ლაგუნა გამოიყენებოდა ავიაკომპანია Pan American World Airways-ის მიერ, როგორც საშუალედო ბაზა ჰიდროთვითმფრინავებისათვის ჰავაისა და ამერიკის სამოას შორის გზაზე.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jane’s Oceania Page — Kingman Reef დაარქივებული 2012-05-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||