რაპანუი (ხალხი)
| რაპანუი Rapanui | |
|---|---|
|
რაპანუის ხალხის ტრადიციული ცეკვა | |
| საერთო მოსახლეობა | |
| 5 682 | |
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
| ენები | რაპანუი, ესპანური |
| რელიგიები | კათოლიციზმი |
რაპანუი ან რაპა ნუი — ხალხი, აღდგომის კუნძულის ადგილობრივი, პოლინეზიური მოსახლეობა. უკიდურესი აღმოსავლეთპოლინეზიური კულტურა — რაპანუის ხალხი, აღდგომის კუნძულის მოსახლეობის 60%-ს შეადგენს, გარკვეული ნაწილი ასევე ცხოვრობს კონტინენტურ ჩილეში. ლაპარაკობენ რაპანუის ენაზე. 2002 წლის აღწერის მიხედვით, კუნძულის მოსახლეობა 3 304 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან თითქმის ყველა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰანგა-როაში ცხოვრობს.
2011 წლის მონაცემებით, რაპანუის შემოსავლების ძირითად წყაროს ტურიზმი წარმოადგენს, რომელიც ძირითადად გიგანტური ქანდაკებების — მოაის ირგვლივ ფოკუსირდება. ასევე მოყავთ ზოგიერთი ხილი, ისიც ადგილობრივი გამოყენებისთვის.
რაპანუის ხალხი ყოველთვის იბრძოდა საკუთარ უფლებებზე კუნძულის მფლობელობის საკითხში და ნახევრად-დამოუკიდებლობისათვის. ადგილობრივების ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები ჩილეური მმართველობის წინააღმდეგ, ჩილეს არმიის მხირდან ძალადობაში გადაიზარდა.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-26. ციტირების თარიღი: 2011-09-14