მარიანას არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიანას არქიპელაგი
მშობ. სახელი: ინგლ. Mariana Islands
Mariannes2006.es.svg
გეოგრაფია
16°37′ ჩ. გ. 145°37′ ა. გ. / 16.617° ჩ. გ. 145.617° ა. გ. / 16.617; 145.617
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კუნძულთა რაოდენობა 17
მთავარი კუნძული გუამი
ფართობი 1018 კმ²
უმაღლესი წერტილი 965 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 213 241 (2010)
სიმჭიდროვე 209,471 ად. /კმ²

მარიანას არქიპელაგი (ჩამორო Islas Mariånas, ინგლ. Mariana Islands), до начала XX საუკუნის ბოლომდე ასევე ეწოდებოდა ლადრონის კუნძულები (ესპ. Islas de los Ladrones — ქურდების კუნძულები) — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთში, მიკრონეზიაში. მოიცავს 15 დიდ კუნძულს და რამდენიმე მცირე კუნძულს და რიფს. საერთო ფართობია — დაახლოებით 1018 კმ², მოსახლეობა — 213 241 ადამიანი (2010 წელი)[1][2]. არქიპელაგზე მდებარეობს ორი პოლიტიკური წარმონაქმნი: გუამი (541 კმ²) და ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები (477 კმ²). ორივე ტერიტორიას აქვს აშშ-ის არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის სტატუსი (ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს ასევე აქვს თანამეგობრობის სტატუსიც).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიანას არქიპელაგის რუკა

არქიპელაგი წარმოადგენს კუნძულების რკალს, რომელიც მდებარეობს ტექტონიკურად აქტიურ რეგიონში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. არქიპელაგი მდებარეობს 2500 კმ-ში ფილიპინებიდან და ამავე მანძილით დაშორებულია პაპუა-ახალი გვინეიდან[3].

კუნძულები გადაჭიმულია ჩრდილოეთის განედის 12 და 21 გრადუსებს შორის დაახლოებით 800 კმ-ზე. კუნძულები შედგება 15 დიდი კუნძულისაგან: აგიხანი, აგრიხანი, ალამაგანი, ანატაჰანი, ასუნსიონი, გუამი, გუგუანი, მაუგი, პაგანი, როტა, საიპანი, სარიგანი, ტინიანი, ფარალიონ-დე-მედინილია და ფარალიონ-დე-პახაროსი.

გეოლოგიური თვალსაზრისით კუნძულები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: უფრო ძველი წარმოშობის სამხრეთი კუნძულების რკალი (კუნძულები: გუამი, როტა, ტინიანი, აგიხანი, საიპანი) და უფრო ახალი ვულკანური ჩრდილოეთი რკალი (არქიპელაგის დანარჩენი კუნძულები)[4]. სამხრეთი კუნძულები წარმოიქმნა დაახლოებით 15—20 მილიონი წლის წინ (გვიანდელი ეოცენი — ადრეული მიოცენი). ყველა მათგანს აქვს მსგავსი აგებულება და დაფარულია კირქვის ფენით — ძველი მარჯნის რიფების ნარჩენებით. ჯგუფმა განიცადა რამდენიმე ამოწევა[4]. ჩრდილოეთი ჯგუფი მარიანის რკალის ნაწილია, ადგილზე სადაც წყნარი ოკეანის ფილაქანი იძირება ფილიპინების ფილაქანის ქვეშ. ამ ჯგუფის ყველა კუნძული სტრატოვულკანებია. კუნძულების უმრავლესობა გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. სამხრეთი კუნძულების რიფები უფრო ძველი და უფრო განვითარებულია. კუნძულების რაიონში განლაგებულია დაახლოებით 50 წყალქვეშა ვულკანი და 11 ვულკანი ქმნის კუნძულებს[3].

კუნძულები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010 წელი)
უმაღლესი წერტილი,
პიკი კოორდინატები
ჩრდილოეთ კუნძულები
1 ფარალიონ-დე-პახაროსი (Urracas) 2,55 319 20°33′ ჩ. გ. 144°54′ ა. გ. / 20.550° ჩ. გ. 144.900° ა. გ. / 20.550; 144.900
2 მაუგი 2,13 227 (ჩრდილოეთი კუნძული) 20°02′ ჩ. გ. 145°19′ ა. გ. / 20.033° ჩ. გ. 145.317° ა. გ. / 20.033; 145.317
3 ასუნსიონი 7,31 891 19°43′ ჩ. გ. 145°41′ ა. გ. / 19.717° ჩ. გ. 145.683° ა. გ. / 19.717; 145.683
4 აგრიხანი (Agrigan) 43,51 965 მთა აგრიხანი 18°46′ ჩ. გ. 145°40′ ა. გ. / 18.767° ჩ. გ. 145.667° ა. გ. / 18.767; 145.667
5 პაგანი 47,24 579 მთა პაგანი 18°08′36″ ჩ. გ. 145°47′39″ ა. გ. / 18.14333° ჩ. გ. 145.79417° ა. გ. / 18.14333; 145.79417
6 ალამაგანი 11,11 744 ალამაგანი 17°35′ ჩ. გ. 145°50′ ა. გ. / 17.583° ჩ. გ. 145.833° ა. გ. / 17.583; 145.833
7 გუგუანი 3,87 301 17°20′ ჩ. გ. 145°51′ ა. გ. / 17.333° ჩ. გ. 145.850° ა. გ. / 17.333; 145.850
8 ბანკა (bank) ზელანდია >0 >0 16°45′ ჩ. გ. 145°42′ ა. გ. / 16.750° ჩ. გ. 145.700° ა. გ. / 16.750; 145.700
9 სარიგანი 4,97 549 16°43′ ჩ. გ. 145°47′ ა. გ. / 16.717° ჩ. გ. 145.783° ა. გ. / 16.717; 145.783
10 ანატაჰანი 31,21 787 16°22′ ჩ. გ. 145°40′ ა. გ. / 16.367° ჩ. გ. 145.667° ა. გ. / 16.367; 145.667
11 ფარალიონ-დე-მედინილია 0,85 81 16°01′ ჩ. გ. 146°04′ ა. გ. / 16.017° ჩ. გ. 146.067° ა. გ. / 16.017; 146.067
სამხრეთი კუნძულები
12 საიპანი 115,38 48 220 474 მთა ტაპოჩაუ 15°11′06″ ჩ. გ. 145°44′28″ ა. გ. / 15.18500° ჩ. გ. 145.74111° ა. გ. / 15.18500; 145.74111
13 ტინიანი 101,01 3136 170 კასტიუ (Lasso Hill) 14°57′12″ ჩ. გ. 145°38′54″ ა. გ. / 14.95333° ჩ. გ. 145.64833° ა. გ. / 14.95333; 145.64833
14 აგიხანი (Agiguan) 7,10 157 ალუტომი 14°42′ ჩ. გ. 145°18′ ა. გ. / 14.700° ჩ. გ. 145.300° ა. გ. / 14.700; 145.300
15 როტა 85,39 2527 491 მთა მანირა 14°08′37″ ჩ. გ. 145°11′08″ ა. გ. / 14.14361° ჩ. გ. 145.18556° ა. გ. / 14.14361; 145.18556
16 გუამი 541,30 159 358 406 ლამლამის მთა 13°27′08″ ჩ. გ. 144°46′13″ ა. გ. / 13.45222° ჩ. გ. 144.77028° ა. გ. / 13.45222; 144.77028
მარიანას კუნძულები 463,63 53 883 965 მთა აგრიხანი 14°08' 20°33’N,
144°54° 146°04’E

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, არქიპელაგზე პირველი ადამიანები გამოჩნდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინ და იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსულები[5]. შემდგომში პირველი დასახლებულები ცნობილი გახდნენ როგორც ჩამოროელები. კუნძულელებს ჰქონდათ სოციალური დაყოფა. ოჯახის უფროსებად ითვლებოდნენ ქალები. XVI საუკუნის დასაწყისში კოლონიზატორები უშედეგოდ ცდილობენ ამოეძირკვათ მატრიარქატი. დაახლოებით 1000 წლის წინ ჩამოროს კულტურა შეიცვალა, რაც გამოიხატა არქიტექტურაშიც. კუნძულელებმა დაიწყეს ეგრედ წოდებული ლატეს ქვების მშენებლობა, რომელიც გამოიყენებოდა სახლის საძირკვლის სახით და რელიგიური მიზნებისათვის[5].

1521 წლის 6 მარტს ფერნანდო მაგელანის ექსპედიციის მეზღვაურები გახდნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც დაინახეს კუნძულები (ესპანური გემები შეჩერდნენ უმატაკის უბეში გუამის კუნძულთან). ჩამოროელებთან პირველი უსიამოვნო შეხვედრის გამო მაგელანმა არქიპელაგს უწოდა Las Islas de los Ladrones («ქურდების კუნძული»), რადგანაც ადგილობრივმა აბორიგენებმა მოიპარეს ზოგიერთი საგნები მაგელანის გემებიდან, რომლებმაც ისარგებლეს მეზღვაურების დაღლილობით მთელი წყნარი ოკეანის გადაცურვის გამო[6]. 1565 წელს არქიპელაგი ფორმალურად გამოცხადდა ესპანეთის სამეფოს საკუთრებად. 1668 წელს არქიპელაგზე მოვიდნენ მისიონერები დიეგო ლუის დე სან-ვიტორესის მეთაურობით. მან არქიპელაგს დაარქვა ახალი სახელი ესპანეთის დედოფლის, ფილიპე IV-ის ქვრივის — მარიანა ავსტრიელის პატივსაცემად.

დაიწყო მარიანას არქიპელაგის კოლონიზაცია. მალე სან-ვიტორესი მოკლეს, რამაც გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება. არქიპელაგის მოსახლეობა შემცირდა 150 ათასიდან, როდესაც არქიპელაგზე ესპანელები გამოჩნდნენ, 5 ათასამდე 1741 წლისთვის[6]. ბევრ ჩამოროელს აიძულებდნენ გადასულიყვნენ გუამის კუნძულზე (მხოლოდ კუნძულ როტას მოსახლეობა ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, რომლებიც ემალებოდნენ ესპანელ ჯარისკაცებს კუნძულის მთებში). დაიწყო არქიპელაგის დასახლება ესპანელებით და ფილიპინელებით. 1815—1885 წლებში არქიპელაგის ჩრდილოეთ კუნძულებზე ასახლებდნენ მეზობელი კაროლინის კუნძულების მოსახლეობით. ესპანური ბატონობის დამთავრების შემდეგ, როდესაც ჩამოროელებს ნება დართეს დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ კუნძულებზე, აღმოჩნდა, რომ ბევრი საუკეთესო მიწები დაკავებული იყო კაროლინელების მიერ[6].

ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ ესპანეთმა დაუთმო აშშ-ს მარიანას არქიპელაგის სამხრეთი ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი მიყიდა გერმანიის იმპერიას 1899 წლის 12 თებერვლის შეთანხმებით[7]. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მარიანას არქიპელაგი ერთა ლიგამ მმართველობაში გადასცა იაპონიას (არქიპელაგზე იაპონელთა ძირითადი საქმიანობა გახდა შაქრის ლერწმის წარმოება), მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მმართველობაში გადასცა აშშ-ს (ამერიკელებმა დაიკავეს კუნძული 1944 წელს და კუნძულ ტინიანიდან ფრინდებოდნენ თვითმფრინავები, რომლებმაც ჩამოაგდეს ატომური ბომბები ჰიროსიმაში და ნაგასაკში შესაბამისად 1945 წლის 6 აგვისტოს და 9 აგვისტოს). 1978 წელს აშშ-მა მიანიჭეს კუნძულებს განსაკუთრებული სტატუსი: ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები და გუამი გახდნენ აშშ-ის არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიები. 1986 წელს კუნძულების მოსახლეობას მიანიჭეს აშშ-ის მოქალაქეების სტატუსი[8].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის აღწერის მონაცემებით არქიპელაგის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 224 026 ადამიანს. 2010 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 213 241 ადამიანამდე. მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს ოთხ კუნძულზე: როტა, ტინიანი, საიპანი და გუამი[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2010 Guam Census Population Counts. bsp.guam.gov
  2. "Census 2010 News | U.S. Census Bureau Releases 2010 Census Population Counts for the Northern Mariana Islands"
  3. 3.0 3.1 Mariana Islands. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-08. წაკითხვის თარიღი: 10 ივნისი 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Commonwealth of Northern Mariana Islands (CNMI) and Guam. SOEST. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-08. წაკითხვის თარიღი: 10 ივნისი 2010.
  5. 5.0 5.1 The Chamorro. Scripps Institution of Oceanography. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-08. წაკითხვის თარიღი: 10 ივნისი 2010.
  6. 6.0 6.1 6.2 The Spanish. Scripps Institution of Oceanography. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-08. წაკითხვის თარიღი: 10 ივნისი 2010.
  7. The Germans and Japanese. Scripps Institution of Oceanography. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-08. წაკითხვის თარიღი: 10 ივნისი 2010.
  8. The Americans. Scripps Institution of Oceanography. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-08. წაკითხვის თარიღი: 10 ივნისი 2010.