სამოას არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამოას არქიპელაგი
მშობ. სახელი: ინგლ. Samoan Islands
Samoa islands 2002.gif
გეოგრაფია
14°16′ ს. გ. 171°12′ დ. გ. / 14.267° ს. გ. 171.200° დ. გ. / -14.267; -171.200
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კუნძულთა რაოდენობა 14
მთავარი კუნძული სავაი
ფართობი 3030 კმ²
უმაღლესი წერტილი 1858 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 250 000 (2010)
სიმჭიდროვე 82,508 /კმ²

სამოას არქიპელაგი (ინგლ. Samoan Islands) — არქიპელაგი პოლინეზიაში (წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი). ფართობი — 3030 კმ². მოსახლეობის რაოდენობა — დაახლოებით 250 ათასი (2010 წელი).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები არქიპელაგის შემადგენლობაში:

არქიპელაგზე მდებარეობენ:

არქიპელაგზე კლიმატი — ტროპიკული ნოტიოა ზამთარში 24 °С-დან ზაფხულში 32 °C-მდე. არქიპელაგზე ბევრი ენდემური მცენარე და ცხოველია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოას არქიპელაგზე, ისევე როგორც ფიჯის და ტონგას კუნძულებზე, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ დასახლება დაიწყო ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნეში[1] ლაპიტას კულტურის წარმომადგენელთა მიგრაციის დროს ბისმარკის არქიპელაგიდან, რომელიც მდებარეობს დასავლეთ მელანეზიაში[2]. სამოას არქიპელაგი იყო პოლინეზიური კულტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ცენტრი. სამოადან ხდებოდა წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის კუნძულების და ატოლების ათვისება.

არქიპელაგის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ნიდერლანდელი მოგზაური იაკობ როგევენი, რომელიც არქიპელაგზე გადავიდა 1722 წელს. შემდგომში, 1768 წელს, არქიპელაგი მოინახულა ფრანგმა ზღვაოსანმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა და მას უწოდა მეზღვაურების კუნძულები.

XIX საუკუნის ბოლოს არქიპელაგის კონტროლისათვის ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ გერმანიის იმპერია, ბრიტანეთის იმპერია და აშშ. 1899 წლის ბერლინის შეთანხმების საფუძველზე არქიპელაგზე დამყარდა პროტექტორატი. სამოას კუნძულები გაიყო ორ ნაწილად (გაყოფის ხაზი გავიდა 171° დ. გ.-ზე): აღმოსავლეთი ჯგუფი, დღეისათვის ცნობილი სახელით «ამერიკის სამოა», გახდა აშშ-ის ტერიტორია; დასავლეთის კუნძულებმა მიიღეს სახელი «გერმანიის სამოა», ხოლო ბრიტანეთის იმპერიამ უარი თქვა პრეტენზიებზე ფიჯის და ზოგიერთი სხვა მელანეზიის ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ.

პირველი მსოფლიო ომის ბოლოდან 1962 წლამდე დასავლეთი სამოა იმყოფებოდა ახალი ზელანდიის მმართველობის ქვეშ, თავდაპირველად ერთა ლიგის მანდატით, ხოლო მოგვიანებით — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის. 1961 წელს გაიმართა რეფერენდუმი, რომლის დროსაც დასავლეთ სამოას მოსახლეობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. 1962 წლის 1 იანვარს დასავლეთი სამოა გახდა პირველი წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელმაც მიიღო დამოუკიდებლობა. 1997 წლის ივლისიდან ეს სახელმწიფო უბრალოდ იწოდება, როგორც «სამოა». მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი (ამერიკის) სამოას მოსახლეობა ეკუთვნის ერთ ერს და აქვთ ერთი ენა, მათ შორის არსებობს კულტურული სხვაობა, რომელიც დაკავშირებულია ბოლო ასწლეულის ისტორიასთან. აღმოსავლეთ სამოას მოსახლეობა იხრება აშშ-სკენ და ამერიკული ცხოვრების წესისკენ, მაშინ როდესაც დასავლეთ სამოას მოსახლეობა — ახალი ზელანდიისკენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]