განხილვა:ოკეანეთი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადმოტანილი განხილვის გვერდებიდან:

ყველა გეოგრაფ მეცნიერს უწერია "ოკეანეთი", ხოლო "ოკეანია" რუსულის კოპირებაა.--David1010 09:57, 17 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

ოკეანია - ასე წერია ქსე, ტ. 7, გვ. 511, თბ., 1984 (ტექსტი სათაური არის მხოლოდ ოკეანია). ამჟამად ვნახე რუკის ჩანართი იქვე, გვ. 608 - რუკაზე წერია ოკიანეთი და არა ოკეანეთი, ხოლო ოკეანოლოგია. მართალია ოკეანია რუსულია, მაგრამ ქართულში დამკვიდრებული ტექმინია. ოკეანია ან ოკიანეთი (ალბათ აქ უნდა მოხდეს გადამისამართება) და არა ოკეანეთი. გთხოვ დააზუსტო 1984 წლის შემდეგ ოფიციალურად გარდაქმევა როდის მოხდა (წყარო). ქსე-ზეც მეცნიერები მუშაობდნენ. --ცანგალა () 10:10, 17 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

შევამოწმე და 90-იანი წლებიდან დღემდე გამოცემულ ყველა წიგნში "ოკეანეთი" წერია. 1. VII-კლასის სახელმძღვანელო ნაწილი-II "კონტინენტების გოგრაფია" ნ.დარჩიაშვილი, გ.მარგველანი 1996 წ. 2. X-კლასის სახელმძღვანელო "საზღვარგარეთის ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია" გია ჭანტურია 2000 წ. 3. თსუ-ის გამომცემლობა "ავსტრალიისა და ოკეანეთის ფიზიკური გეოგრაფია" გ.მარგველანი 1995 წ. აქედან გამომდინარე სწორად მიმაჩნია ტერმინი "ოკეანეთი" --David1010 09:53, 18 იანვარი 2008 (UTC)


საინტერესოა ოფიციალურად სად აღინიშნა ტერმინოლოგიის შეცვლა? სადღაც ხომ უნდა ეწეროს, რომ ამა წლის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოკეანია შეიცვალოს ოკეანეთით. სახელმძღვანელოს დაწერა ყველას შეუძლია თავისი ტერმინოლოგებით. --ცანგალა () 10:10, 18 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

en:Oceania - ინგლ. ოკეანია (ალბათ კ - ც-დ). ნამდვილად დამაინტერესა ქართული ტერმინოლოგია როდის შეიცვალა ოფიციალურად.--ცანგალა () 10:59, 20 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

Oceania, Ozeanien, Océanie ყველა ენაზე ასეა და ქართულადაც ოკეანეთი ჰქვია, ან როგორც აქ წერია ოკეანია. ეს უკანასკნელი ადრე არ გამიგონია, გეოგრაფიის სასკოლო წიგნიდან მხოლოდ ოკეანეთი მახსოვს. პირადად მე ფორმა „ოკეანია“-ს ვერ ვეგუები, მაგრამ თუ ქსე-ში ოკეანეთი არ წერია, მაშინ ბატონო ოკეანია ყოფილა და ეს არის. :) --Pirtskhalava 21:39, 29 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

კიდევ გავიმეორებ; ქსე-ში ბევრი არასწორი რამეც წერია. --Pirtskhalava 18:41, 26 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მსოფლიოს კონტინენტები[წყაროს რედაქტირება]

რატომაა აქ თარგი «მსოფლიოს კონტინენტები»?— Ouzo განხილვაწვლილი 17:11, 18 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში ავსტრალია ნახსენებიც არ არის, რაც აშკარა შეცდომაა, რადგან კონტინენტი ავსტრალიაც ამ რეგიონის ნაწილია (ასევე, ახალი გვინეა და სხვ.). შეიძლება გეოგრაფიული საზოგადოება ბოლომდე არ არის შეთანხმებული ამ ტერმინის ასე გამოყენებაზე, თუმცა, ვფიქრობ, აღნიშნული მაინც უნდა იყოს, რომ აქვს ორი - ფართო და მცირე გაგება ოკეანეთს.--Saliner 20:53, 17 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

რა არის შეცდომა კონკრეტულად ? კონტინენტი 7 გვაქვს, ხოლო ავსტრალია და ოკეანეთი ქვეყნის ნაწილია. დასავლეთში არ არის ასეთი გაგება როგორიც არის ქვეყნის ნაწილი. - OTOGI Messages 11:47, 19 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]