სოლომონის არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოლომონის არქიპელაგი
მშობ. სახელი: ინგლ. Solomon Islands
Solomon islands.jpg
სოლომონის არქიპელაგის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 8°00′ ს. გ. 159°00′ ა. გ. / 8.000° ს. გ. 159.000° ა. გ. / -8.000; 159.000
კუნძულთა რაოდენობა 992
მთავარი კუნძული ბუგენვილი
ფართობი 40 400 კმ²
უმაღლესი წერტილი 2715 მ
ბალბის მთა
სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
დემოგრაფია
მოსახლეობა 720 000 (2009)
სიმჭიდროვე 17,822 ად. /კმ²

სოლომონის არქიპელაგი (ინგლ. Solomon Islands) — კუნძულთა ჯგუფი წყნარ ოკეანეში, კუნძულ ახალ გვინეიდან აღმოსავლეთით, მელანეზიის შემადგენელი ნაწილი.

არქიპელაგის ფართობია — 40 400 კმ². მოსახლეობა — 720 ათას ადამიანზე მეტი (2009 წელი).

გეოგრაფიული მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოადგენს არქიპელაგს, რომელიც მდებარეობს ს. გ.-ის 5 და 11 გრადუსებს შორის, სიგრძით — 1670 კმ; მოიცავს 992 კუნძულს (მათ შორის 347 დასახლებულია). შედგება 10 დიდი ვულკანური და მთიანი კუნძულისაგან და 4 მცირე კუნძულთა ჯგუფისაგან. კუნძულთა უმრავლესობა ვულკანური წარმოშობისაა, მაგრამ არსებობენ მცირე რაოდენობით ატოლები. სამხრეთ-დასავლეთიდან არქიპელაგს გარს აკრავს მარჯნის ზღვა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — წყნარი ოკეანე. უახლოესი მეზობელი არქიპელაგია — ახალი ჰებრიდები (ვანუატუ). ყველაზე დიდი კუნძულია — ბუგენვილი (9318 კმ²).

ყველაზე დიდი კუნძულებია:

დიდი კუნძულები მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — 2715 მეტრი (ბალბის მთა კუნძულ ბუგენვილზე)[1]. კუნძულები მდებარეობენ აქტიურ სეისმოლოგიურ ზონაში, აქ ხშირია მიწისძვრები; არსებობენ მოქმედი ვულკანები.

მდინარეები მოკლეა, მაგრამ წყალუხვი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი ეკვატორულია, ცხელი. დღის ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს +21 °C-დან ზამთარში +32 °C-მდე ზაფხულში (დეკემბერი-თებერვალი). მაისის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე — მშრალი სეზონია; წვიმები მოდის, მაგრამ ის ხანმოკლეა. დეკემბრის შუიდან მაისის შუამდე — ნოტიო სეზონია, ამასთან ტემპერატურა და ჰაერის სინოტივე მატულობს (90 %-მდე). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა კუნძულ გუადალკანალის სამხრეთში აღწევს 5000 მმ-მდე. ნალექები ყველაზე ცოტაა ჰონიარაში — 2154 მმ (ეს ქვეყანაში ყველაზე მშრალი ადგილია). მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებენ სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატები, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით — ჩრდილო-დასავლეთის ეკვატორული მუსონები. ციკლონი ყველაზე ხშირად ხდება იანვარ-აპრილში.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგის ტერიტორიის 79 % დაფარულია ხშირი, ნოტიო ტროპიკული ტყეებით (ქოქოსის პალმები, ფიკუსები და სხვა), ზოგიერთ ხეების სიმაღლე 40-50 მეტრამდეა, მათ შორის ფართეფოთლიანი აგათისის (Agathis macrophylla). უფრო მშრალ ადგილებში გვხვდება სავანები. ზღვის სანაპიროებზე არსებობს მანგროს ტყეები და ჭაობები.

ცხოველთა სამყარო: ვირთხები, ღამურები, ნიანგები, ხვლიკები, გველები, გიგანტური ბაყაყები, გარეული მტრედები, თუთიყუშები და სხვა. (სოლომონის კუნძულებზე ბუდობს ფრინველთა 173 სახეობა). ბევრია გიგანტური პეპლები. სანაპირო წყლებში ცხოვრობენ დელფინი, ზვიგენები, მწვანე კუები, გიგანტური გველთევზები, იალქნოსნები, თინუსები.

მცენარეულობა: არქიპელაგზე იზრდება მცენარეულობის 4500-ზე მეტი სახეობა (მათ შორის ორქიდეას 230 სახეობა). გავრცელებულია მარადმწვანე ხეები: სუმაი, ჰიბისკუსი (ლათ. Hibiscus), ამერიკული ვაზის ლერწამი, საგური პალმა (ლათ. Metroxylon sagu), ნალატო.

სასარგებლო წიაღისეულიდან კუნძულებზე არსებობს ბოქსიტები, ფოსფატები, სპილენძი, ოქრო, ვერცხლი, ნიკელი.

კუნძულ რენელის აღმოსავლეთის ნაწილში იუნესკომ ჩამოაყალიბა ველური ბუნების ეროვნული პარკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგი 1568 წელს აღმოაჩინეს ესპანელმა მეზღვაურებმა ალვარო დე ნეირა მენდანიამ და პედრო სარმენტო დე გამბომ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობას შორის ჭარბობენ მელანეზიელები, რომლებიც ლაპარაკობენ ავსტრონეზიულ ენებზე (600 ათასი), ასევე ცხოვრობენ პაპუასები (100 ათასი), პოლინეზიელები (6 ათასი), მიკრონეზიელები (2 ათასი) და მცირე რაოდენობით ევროპელები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა უპირველეს ყოვლისა დაკავებულია სოფლის მეურნეობით, თევზჭერით, ხე-ტყის დამზადებით. მოჰყავთ ქოქოსის პალმა, ანანასი, კაკაო, ბამბა. ავტოგზების სიგრძე მყარი საფარით — 470 კმ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mount Balbi, Papua New Guinea. Peakbagger.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-05. წაკითხვის თარიღი: 2012-05-06.